კომკასტ-ცენტრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომკასტ-ცენტრი

კომკასტ-ცენტრი (ინგლ. Comcast Center), ცათამბჯენი ფილადელფიის საქმიან უბანში. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 2008 წლის 8 ივლისს და მისი მთავარი ბინადარი კომპანია კომკასტია. 2007 წლის 18 ივლისს ის ფილადელფიისა და პენსილვანიის თანამეგობრობის ყველაზე მაღალი შენობა გახდა.

18 ივნისს კონსტრუქციის ქიმზე დაამონტაჟეს უილიამ პენის მცირე ზომის ფიგურა, ფილადელფიის მერიის შენობის თავზე მდგარი განთქმული ქანდაკების პატივსაცემად, რაც ბილი პენის წყევლის მოხსნის ერთგვარი მცდელობა იყო. ფილადელფია ფილისი 2008 წლის მსოფლიო სერიაში მომდევნო სეზონის გამარჯვებული გამოვიდა, რითაც ფილადელფიისთვის დიდი ხნის ნავსის პერიოდი გატეხა.