კომკავშირის სკვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კომკავშირის სკვერი (რუს. Комсомольский сквер) — სკვერი, გამწვანებული მასივი რომელიც მდებარეობს დონის როსტოვის ოქტომბრის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომკავშირის სკვერი ტერიტორია შეიძლება დავყოთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებად. კომკავშირის სკვერის დასავლეთი ნაწილის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი 2013 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, სამუშაოების ჩატარება უნდა მომხდარიყო იმ ადგილებში, სადაც აუცილებლობას წარმოადგენდა სკამების აღდგენა და დაზიანებული ელემენტების აღდგენა. სარემონტო სამუშაოების გეგმაში ასევე შედიოდა საბავშვო სათამაშო კომპლექსის „Кораблик“-ის დაზიანებული ელემენტების გამოცვლა.

2012 წელს კომკავშირის სკვერში დაიდგა შადრევანი, რომელიც იყო დონის როსტოვის კეთილმოწყობისა და სატყეო მეურნეობის სამმართველოს ბალანსზე. სამუშაოები მისი სამუშაოების აღდგენისათვის უნდა დასრულებულიყო 2013 წლის აგვისტოს დასასრულს. კომკავშირის სკვერის აღმოსავლეთ ნაწილში აიგეგმა ისეთი მცენარეების გაშენება, როგორიცაა ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა ნერგები. ავტოსალონის შენობა, რომელიც განთავსებულია სკვერის ტერიტორიაზე, დაიკავა ბავშვთა ცენტრმა. 2013 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო გაზონებისა და სკვერის აღმოსავლეთი ნაწილის რეკონსტრუქცია[1].

2015 წელს დონის როსტოვის კომკავშირის სკვერრში გაავრცელეს უფასო Wi-Fi[2].

2017 წელს კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე გამართეს ხეების დარგვის აქცია, საერთო საქალაქო შაბათობის ფარგლებში[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]