კომედი ფრანსეზი
კომედი ფრანსეზი (ფრანგ. La Comédie-Française), ანუ ფრანგული თეატრი დაარსდა 1680 წელს, 1799 წლიდან იგი პალე-რუაიალში, პარიზის პირველ ოლქში მდებარეობს.
ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საფრანგეთში, რომელსაც ჰყავს მსახიობების მუდმივი დასი, მათ კომედი ფრანსეზის მსახიობებს უწოდებენ. ყველაზე ცნობილი დრამატურგი, რომლის სახელიც კომედი ფრანსეზს უკავსირდება არის მოლიერი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 7 წლის გარდაცვლილი იყო, როდესაც მოლიერის სახლი შეიქმნა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომედი ფრანსეზი დაარსდა ლუი XIV-ის 1680 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით. მისი მიზანი იყო იმ დროისთვის პარიზში არსებული ორი დასის - ოტელ გენეგოსა და ოტელ დე ბურგონის დასების შეერთება. 26 აგვისტოს გაერთიანებულმა დასმა წარმოადგინა პირველი ერთობლივი სპექტაკლი, რომელიც აერთიანებდა - რასინის ფედრასა და ლა შაპელის ორლეანის ეტლებს. მეფის ბრძანებით მათ პარიზში თამაშზე მონოპოლია ეძლევათ.
1681 წლის 5 იანვარს კომედი ფრანსეზის მსახიობებს შორის იდება ასოციაციის ხელშეკრულება, რაც აწესრიგებს ხანდაზმული მსახიობების პენსიის საკითხს. ამ პერიოდისთვის რეპერტუარი შედგება ძირითადად მოლიერისა და რასინის ნაწარმოებებისგან, ასევე თამაშობენ პიერ კორნელის, პოლ სკარონისა და ჟან როტრუს ზოგიერთ პიესას.
1793 წლის 3 სექტემბერს, რევოლუციის დროს კომედი ფრანსეზი დაიხურა "საჯარო გადარჩენის კომიტეტის" ბრძანებით და მსახიობები დაპატიმრებულ იქნენ.
1799 წლის 31 მაისს ახალი ხელისუფლება მსახიობებს განკარგულებაში გადასცემს რიშელიეს დარბაზს დასის აღსადგენად.
1812 წელს იმპერატორი ნაპოლეონ I გადაწყვეტს კომედი ფრანსეზის რეორგანიზებას .
კომედი ფრანსეზის დევიზი არის Simul et singulis (ერთად ყოფნა და საკუთარ თავად ყოფნა).
დღეისთვის კომედი ფრანსეზის რეპერტუარი ითვლის 3000-ზე მეტ პიესას და სამ შენობას პარიზში: რიშელიეს დარბაზი (პალე რუაიალის ნაწილი), ვიე-კოლომბიეს თეატრი და სტუდიო-თეატრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-02-27 საიტზე Wayback Machine.
- კომედი ფრანსეზში დადგმული სპექტაკლები 1774-1800 წლებში დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine.