კომბალა სოკო
იერსახე
კომბალა სოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Clavariadelphys truncatus | ||||||||||
|
კომბალა სოკო (ლათ. Clavariadelphys truncatus) — კომბლისებრი, კვერცხისებრი სოკო ბლაგვი თავით. ზემოთ განიერი, ქვემოთ ვიწრო. იზრდება 5-15 სმ სიმაღლის, ხოლო 3-8 სმ სიგანის. შეფერილია ყვითლად, ძირისაკენ მონაცრისფერო ელფერით, დანაოჭებული ზედაპირით, ზოგჯერ გლუვი.
მისი რბილობი არის მოთერთრო, დამახასიათებელი სუნის გარეშე, გადატეხისას მუქდება. იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე, როგორც ნიადაგზე, ასევე წიწვოვან ჩამონაცვენზე. გვხვდება ერთეულ ეგზემპლარებად.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. საჭმელად ვარგისია, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში იშვიათად გვხვდება, შეგროვება არ არის რეკომენდებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 132-133, ISBN 978-9941-8-4547-5