კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — რუსეთი
კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კოლუშკინო
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1881
დეტალები
მასალა აგური
გარე სურათები
კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

კოლუშკინოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ეკლესია ტარასოვის რაიონის სლობოდა კოლუშკინოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1881 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტარასოვის რაიონი, სლობოდა კოლუშკინო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქის ტარასოვის რაიონის სლობოდა კოლუშკინოში იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია ააშენეს 1881 წელს. ეკლესია აშენდა ადგილობრივი მრევლის სახსრებით და ძალებით. ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 1875 წლიდან 1881 წლამდე. ამ პერიოდის მანძილზე კი ღვთისმსახურება მიმდინარეობდა სამლოცველო სახლში, რომელიც ააშენეს 1871 წელს. სამლოცველო სახლის საკურთხეველი იდგა მშენებარე ტაძრის ადგილზე. ახალი ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ სამლოცველო სახლის ადრინდელი შენობა გამოიყენეს მომავალი საკვირაო-სამრევლო სკოლისათვის.

ახალი ეკლესია ააგეს აგურისაგან, ჰქონდა თუნუქით გადახურული სამრეკლო და ასევე იყო გადახურული ეკელსიაც. ეკლესია იყო საკმაოდ მოცულობითი და მაღალი. მას ერთი საკურთხეველი გააჩნდა, რომელიც ნაკურთხი იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

ეკლესიას ჰქონდა 66 დესეტინა მიწის ნაკვეთი, რომელიც მას გადაეცა დონის სასულიერო კონსისტორიის ბრძანებით. საკვირაო-სამრევლო სკოლა გაიხსნა 1885 წლის 11 ნოემბერს.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და გარკვეული პერიოდი გამოიყენებოდა ხორბლის საწყობად. 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიას დაეცა გერმანული ავიაბომბი, რომელმაც დაანგრია სამრეკლო. 1960-იანი წლებიდან ეკლესიის შენობაში მოქმედებდა საწნეხი საამქრო, რომელიც ამუშავებდა ცხვრის მატყლს. 1990-იანი წლებიდან ეკლესია მიტოვებულია და საჭიროებბს რემონტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]