მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლუმბიის სამოქალაქო ომი — მიმდინარეობდა 1860 წლის 8 მაისიდან — 1862 წლის ნოემბრამდე, ახლად ჩამოყალიბებულ კონსერვატიულ გრანადინის კონფედერაციასა და მისგან გამოყოფილ ლიბერალურ კაუკის შტატს შორის. გენერალი ტომას სიპრიანო დე მოსკერა დაუპირისპირდა ბარტოლომეო კალვოს, რომელიც ახლად შექმნილი გრენადის კონფედერაციის (1858 წელი) პრეზიდენტი იყო, დაამარცხა სამთავრობო ჯარები, შექმნა დამოუკიდებელი მთავრობა და 1862 წელს თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. შედეგად, გატარდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა კოლუმბიის გაერთიანებული შტატები.[1]