კოლუმბიის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კოლუმბიის პლატო
გრანდ-კული
გრანდ-კული
კოორდინატები: 45°59′58″ ჩ. გ. 119°00′05″ დ. გ. / 45.99944° ჩ. გ. 119.00139° დ. გ. / 45.99944; -119.00139
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ვაშინგტონი
ორეგონი
აიდაჰო
სიმაღლე 1000 
ფართობი 260 ათ. კმ²
კოლუმბიის პლატო — აშშ
კოლუმბიის პლატო

კოლუმბიის პლატო (ინგლ. Columbia Plateau) — ლავური პლატო და გეოგრაფიულ-გეოლოგიური რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერებში, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია დასავლეთით — კასკადოვან მთებსა და აღმოსავლეთით — კლდოვან მთებს შორის. პლატოს ფართობია დაახლოებით 260 ათ. კმ². სიმაღლე 700-1000 მ. ერთნაირად არის დაფარული ბაზალტური ლავური ნაკადებით. ბაზალტური ფენის სიმძლავრე 1,8 კმ-ზე მეტია. განვითარებულია სემიარიდული კლიმატი. საფუძველი აგებულია პალეოზოური და მეზოზოური კრისტალური და დანალექი ქანებით, რომლებსაც ზემოდან ადევს მიოცენისა და პლიოცენის ბაზალტები. კოლუმბიის პლატოს ზედაპირი ბრტყელია, ზოგან ტალღოვანი, დაფარულია ლიოსებით, ჩრდილოეთით — მორენებით. დანაწევრებულია მდინარე კოლუმბიისა და მისი შენაკადის სნეიკის ღრმა კანიონებით, არის მშრალი კანიონებიც, რომელთაგან უდიდესია გრანდ-კული. მდინარეებზე ბევრია ჩანჩქერი და ჭორომი, აგებულია ჰესები. კოლუმბიის პლატო დაფარულია კორდიან-მარცვლოვანი სტეპებით, დიდწილად მოხნულია მარცვლოვანი კულტურებისათვის. ბევრია ბუჩქნარი და ბალახეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]