კოლომბოს ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლომბოს ეროვნული მუზეუმი
6°54′36″ ჩ. გ. 79°51′39″ ა. გ. / 6.91000° ჩ. გ. 79.86083° ა. გ. / 6.91000; 79.86083
დაარსდა 1 იანვარი, 1877
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
დამაარსებლები სერ უილიამ ჰენრი გრეგორი
მდებარეობა კოლომბო
ოფიციალური საიტი museum.gov.lk
Map

კოლომბოს ეროვნული მუზეუმი (სინჰალ. කොළඹ ජාතික කෞතුකාගාරය, ტამილ. கொழும்பு தேசிய அருங்காட்சியகம், ინგლ. National Museum of Colombo), ასევე ცნობილი როგორც შრი-ლანკის ეროვნული მუზეუმიკოლომბოში მდებარე ორი მუზეუმიდან ერთ-ერთი. დაწესებულება შრი-ლანკაში უდიდესი მუზეუმია. ის იმართება ცენტრლური მთავრობის კონტროლირებადი ეროვნული მუზეუმის დეპარტამენტის მიერ. მუზეუმში დაცულია მნიშვნელოვანი კოლექციები, მათ შორის ქვეყნის რეგალიის კოლექცია, რომელიც კანდის სამეფოს დროინდელ სამეფო ტახტებსა და გვირგვინებს მოიცავს.[1][2]

მუზეუმი 1896 წელს
ბუდის ქანდაკება მუზეუმის შესასვლელში
ჰეიანტუდუვა რაჯას სპილოს ფიტული კოლომბოს ეროვნული მუზეუმში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ცნობილი, როგორც კოლომბოს მუზეუმი დაარსდა 1877 წლის 1 იანვარს. მის დამაარსებლად სერ უილიამ ჰენრი გრეგორი, კეილონის (შრი-ლანკა) გუბერნატორი მიიჩნევა.[3] სამეფო აზიურმა საზოგადოებამ (CB) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გრეგიორის ამ თანამდებობაზე დანიშვნაში 1872 წელს. გრეგორის მიაჩნდა, რომ საჭირო იყო საჯარო მუზეუმის დაარსება თუმცა მან ერთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო საბჭოს დარწმუნება ვერ შეძლო. საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტის არქიტექტორმა, ჯეიმზ ჯორჯ სმითერმა[3] მუზეუმის შენობისათვის იტალიური არქიტექტურული სტილი შეარჩია. მშენებლობა დასრულდა 1876 წელს და მუზეუმმა ფუნქციონირება მომდევნო წელს დაიწყო.

მუზეუმის მშენებლობაზე პასუხისმგებელი არასი მარიკარ უაპიჩიე მარიკარი იყო[3] (1829-1925, ცნობილი როგორც, უაპჩი მარიკარი, რომელიც შეიქ ფარიდის ოჯახის წარმომადგენელი იყო. მისი ოჯახი კეილონში 1060 წელს ჩავიდა), სერ რაზის ფარიდის ბაბუა. უაპჩი მარიკარს ასევე აქვს აშენებული: საფოსტო ოფისი კოლომბოში, კოლომბოს საბაჟო, ძველი ქალაქის დარბაზი პეტაში, გალე ფეისის სასტუმრო, საათის კოშკი და ბევრი სხვა ნაგებობა, რომელიც კოლომბოში კვლავაც არსებობს. ძველი ქალაქის დარბაზი პეტაში, რომელიც ამჟამად დატვირთული ბაზარია 689 გირვანქა სტერლინგად აშენდა.

1977 წელს, კოლომბოს მუზეუმის უკვე აშენებული შენობა გუბერნატორმა გრეგორიმ ოფიციალურად გახსნა. გახსნაში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ხალხი, მათ შორის მუსლიმები. ცერემონიის დასასრულს, გუბერნატორმა ჰკითხა უაპჩი მარიკარს, თუ რას ისურვებდა გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ. იგივე კითხვა გრეგორიმ პერერას, მუზეუმის სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირსაც დაუსვა. მარიკარმა გუბერნატორს უთხრა, რომ ისურვებდა მუზეუმი პარასკევობით დახურულიყო მუსლიმანური შაბათის გამო. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მოგვიანებით მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მუზეუმი ყოველდღე ფუნქციონირებს ეროვნული არდადეგების გარდა.[4]

როდესაც კანდიანის უკანასკნელი მეფის სამეფო ტახტი განათავსეს მუზეუმში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, სენანაიაკემ მიიღო სერ რაზიკ ფარიდის, უაპჩი მარიკარის შვილიშვილის თანხმობა, რომ მუზეუმი პარასკევობითაც ღია ყოფილიყო.[1]

1877 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში მუზეუმის მმართველებმა მუზეუმში არაერთი აქტივობა განახორციელეს ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საზოგადოებისათვის საჩვენებლად.

1940 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს ეროვნული დაწესებულების სტატუსი მიენიჭა პაულუს ედვარდ პიერ დერანიაგალას პერიოდში. 1942 წელს No31 აქტის საშუალებით დერანიაგალამ მუზეუმის ფილიალები გახსნა: ჯაფნაში, კანდისა და რატნაპურაში. საბოლოო ჯამში, მუზეუმს ცხრა ფილიალი დაუგროვდა. ასევე ამოქმედდა სამეცნიერო პროგრამების სკოლა და მობილური მუზეუმების სერვისი.

მუზეუმში დაცულია ტარას ქანდაკების ასლი, რომლის ორიგინალიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.[5] კანდის სამეფოს უკანასკნელი მეფის გვირგვინი, ძვრიფასეულობა და სამეფო ტახტი მუზეუმს მას შემდეგ გადაეცა, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამ ნივთების შრი-ლანკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. პირველ სართულზე განთავსებული გალერეები ისტორიულადაა მნიშვნელოვანი, მეორე სართულზე განთავსებული დარბაზები კი თემატურადაა გამოყოფილი.

მუზეუმის ბიბლიოთეკა დაარსდა 1877 წლის 1 იანვარს. მთავრობის აღმოსავლეთმცოდნეობის ბიბლიოთეკა (1870 წელი) შედიოდა კოლომბოს ეროვნულ მუზეუმის ბიბლიოთეკაში, რომელიც ბიბლიოთეკის მთავარ ბირთვს წარმოადგენდა 129 წლის განმავლობაში. ეს დაწესებულება არაოფიციალური ეროვნული ბიბლიოთეკა იყო შრი-ლანკაში, სტატუსის მინიჭების შემდეგ კი პირველი ბიბლიოთეკა გახდა მთელს კუნძულზე. დაწესებულება დაარსების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს შრი-ლანკასთან დაკავშირებულ, ასევე აღმოსავლეთისა და ბუნების ისტორიის შესახებ შექმნილ ნამუშევრებს.

1982 წელს დოქტორი თელმა გუნავარდენა (1934–2015) კოლომბოს ეროვნული მუზეუმის პირველი ქალი დირექტორი გახდა.[6] ის მუზეუმის ამ პოზიციაზე 1982 წლიდან 1994 წლამდე იმყოფებოდა.[7]

1972 წლიდან 1991 წლამდე პროფესორი პანდულა ანდაგამა მუზეუმის ანთროპოლოგიის განყოფილების უფროსად დაინიშნა. ის ასევე გახდა კოლომბოს ეროვნული მუზეუმის ასისტენტ დირექტორი.[8] მისი მოღვაწეობის პერიოდში ანდაგამამ დააარსა კოლომბოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური განყოფილება. მისი ორგანიზებით მუზეუმში ასევე მოეწყო არაერთი დროებითი გაოფენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ICTA & National Museum launch Sri Lanka museums mobile app“. Lanka Business Online. 15 March 2017. ციტირების თარიღი: 12 October 2017.
  2. Silva, Dhananjani (22 March 2009). „Swords and fire power add to new-look museum“. Sunday Times. ციტირების თარიღი: 12 October 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 Jayawardane, Ishara (12 October 2017). „Magnificent historical haven“. Daily News. ციტირების თარიღი: 12 October 2017.
  4. Museum opening hours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-03. ციტირების თარიღი: 2021-09-22.
  5. The female as Cult Object in Buddhism, Digital Library, retrieved 10 December 2013
  6. Perera, Janaka. National museum: looking back 130 years. ციტირების თარიღი: 27 June 2018
  7. Salie, Ryhanna. National Museum: Window into the past. ციტირების თარიღი: 27 June 2018
  8. Inspiration from the past. ციტირების თარიღი: 2021-06-27