კოლმეურნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„კოლმეურნე“, პროფკავშირულ-კოოპერაციული ნებაყობლობითი სასოფლო სპორტული საზოგადოება საქართველოს სსრ-ში. დაარსდა 1930 წელს, აერთიანებდა სოფლის მეურნეობის, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის, დამზადების სამინისტროების, სასოფლო ტექნიკური და სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემის ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეებს, კოლმეურნეებს, სოფლის მშრომელებსა და მათი ოჯახის წევრებს, სასოფლო უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებსა და მოსწავლეებს. საზოგადოების წევრები გაერთიანებული იყვნენ 1387 ფიზკულტურულ კოლექტივში. 1979 წლის 1 იანვრისათვის საზოგადოებაში იყო 272521 წევრი, მათ შორის 8 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, 10 სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და 251 სსრკ-ის სპორტის ოსტატი. საზოგადოების განკარგულებაში იყო 21 სტადიონი, 529 ფეხბურთის, 255 კალათბურთის, 656 ფრენბურთისა და 112 ხელბურთის მოედანი, 5 ჩოგბურთის კორტი, 5 საცურაო აუზი, 37 სპორტული დარბაზი, 8 სასროლო ტირი, 9 საცხენოსნო იპოდრომი სპორტული ცხენებიანად.

„კოლმეურნეში“ აღიზარდნენ: რომან რურუა, მიხეილ ხერგიანი, გ. გიორგაძე, გ. ონაშვილი, გ. ყურაშვილი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სომხიშვილი ნ., ქსე, ტ. 5, გვ. 582, თბ., 1980