კოლინ ფერგიუსონი
| კოლინ ფერგიუსონი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
22 ივლისი, 1972 მონრეალი, კვებეკი, კანადა |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი |
| აქტიური | 1995 წლიდან დღემდე |
| მეუღლე(ები) | ლინდსი ტომპსონი |
| შვილ(ებ)ი | 1 |
კოლინ ფერგიუსონი (დ. 22 ივლისი, 1972) — კანადელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.[1] ცნობილია შერიფ ჯეკ კარტერის როლით Syfy-ს სერიალში „ევრეკა", Maytag-ის სარეკლამო სახე და ლიუისი „შემდეგ შენ მოხვედიში".[1][2]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერგიუსონი დაიბადა და გაიზარდა მონრეალში, კვებეკში. მან დაამთავრა ეფლბის კოლეჯი და მაკგილის უნივერსიტეტი.[1][2] ვინაიდან ფერგიუსონი ძირითადად ფრანგულენოვან მონრეალში გაიზარდა, იგი ორენოვანია, საუბრობს ფრანგულად და ინგლისურად.[2] კანადაში დაბადებული, შემდგომ შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქე გახდა.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერგიუსონი იყო მონრეალის იმპროვიზაციული კომედიის ჯგუფ „On the Spot"-ის წევრი.[2][3] იგი მონაწილეობდა მრავალ სატელევიზიო სერიალში, სატელევიზიო ფილმსა და კინოფილმში.[4] 2003 წელს მონაწილეობდა მოკლეხნიან შოუში „კაბელი".[5] იყო მთავარი მსახიობი Syfy-ს ორიგინალურ სერიალში „ევრეკა", რომელიც 2006-2012 წლებში გადიოდა. ფერგიუსონი სერიალის გვიანი სეზონების პროდიუსერიც იყო. ასევე სტუმარი წამყვანი იყო სამეცნიერო ფანტასტიკის სიახლეების შოუში „ჰაიფასფეისი".[3]
1993 წელს ფერგიუსონმა შეასრულა ბერქ ენდრიუს როლი არმისტედ მოპინის რომანების სერიაზე დაფუძნებულ სატელევიზიო მინისერიალში „ქალაქის კიდევ სხვა ამბები".
2007 წელს კოლინმა განასახიერა დენ კეისი Lifetime-ის საშობაო ფილმში „სამოთხე შობაზე" შარლოტ როსთან ერთად.[6] 2010 წელს ფერგიუსონმა ნეითან ბიქერმანის როლი შეასრულა Syfy-ს ორიგინალურ ფილმში „ლეიკ პლესიდი 3" კირსტი მიტჩელთან ერთად.[7]
ითამაშა „ვამპირის დღიურებში" და 2013-2014 წლებში განმეორებადი როლი ჰქონდა სერიალში „ჰეივენი".[8] 2014 წლის იანვარში ფერგიუსონი Maytag-ის ახალი „მამტყუნებელთა შემკეთებელი" გახდა Maytag-ის ტექნიკის მულტიმედიურ სარეკლამო კამპანიაში.[9] 2015 წლის ივლისში ფერგიუსონმა განმეორებადი როლი შეასრულა Hallmark Channel-ის სერიალის „სედარ კოუვის" მესამე სეზონში, როგორც ახალი რაიონის პროკურორი და ჯეკის მეტოქე.[10]
2016 წელს განასახიერა ჯეკ ბრიუსტერი Hallmark-ის ორიგინალურ ფილმში „თითოეულ შობას აქვს ამბავი" ლორი ლოფლინთან ერთად.[11] 2017 წელს ასრულებდა მაქინტაირ სალივანის როლს „სარემონტო სახლის საიდუმლოებებში" ჯიუელ კილჩერთან ერთად.[12][13]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერგიუსონს ჰყავს ერთი ვაჟი, 2013 წელს დაბადებული, რომელსაც პარტნიორ ლინდსი ტომფსონთან ერთად ზრდის.[14][15]
კოლინ ფერგიუსონი მონრეალის კანადიენსების გულშემატკივარია და NHL.com-ზე ცნობილ ადამიანთა ბლოგერად გამოდის.[16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Colin Ferguson Biography, Yahoo! Movies; accessed April 11, 2014.
- 1 2 3 4 Colin Ferguson biography; accessed March 14, 2014.
- 1 2 3 Colin Ferguson profile დაარქივებული 2012-01-08 საიტზე Wayback Machine. , colinferguson.net; accessed March 14, 2014.
- ↑ Colin Ferguson en. ციტირების თარიღი: 2017-03-13
- ↑ „Colin Ferguson (Coupling)“. SciFi Stream (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-03-13.
- ↑ Christmas in Paradise en. ციტირების თარიღი: 2017-03-13
- ↑ „'Lake Placid 3' Is Most-Watched Syfy Telecast Since October; Most-Watched Original Movie Since 2007“. TV By The Numbers by zap2it.com (ინგლისური). 2010-08-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-03-13.
- ↑ "The Vampire Diaries: The Downward Spiral". ციტირების თარიღი: 2017-03-13
- ↑ Justin Bachman (January 9, 2014). „Maytag Ads Ditch That Old, Bored Repairman for a Younger Model“. Business Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 10, 2014.
- ↑ Gabrielle Pantera. Season 3 Premier, Hallmark Cedar Cove, Love Triangle for Andie MacDowell with Colin Ferguson. HollywoodDailyStar.com. ციტირების თარიღი: 2015-07-18
- ↑ Colin Ferguson as Jack on Every Christmas Has A Story. ციტირების თარიღი: 2017-03-13
- ↑ Colin Ferguson on Framed for Murder: A Fixer Upper Mystery. ციტირების თარიღი: 2017-03-13
- ↑ Cast. ციტირების თარიღი: 2017-04-04
- ↑ Ferguson, Colin [colinferg]. (September 5, 2013) Mother and son are happy, healthy and napping. Thanks so much for the kind words everyone..
- ↑ Gidlow, Steve. (March 9, 2018) Colin Ferguson on solving "Fixer Upper Mysteries" with co-star Jewel. ციტირების თარიღი: September 16, 2019
- ↑ Celeb Blogger Profile: Colin Ferguson -NHL.com. ციტირების თარიღი: 2014-04-12