კოლინის კარიბჭე


კოლინი კარიბჭე (იტალ. Porta Collina) — რომის ანტიკურ ხანაში არსებული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ააგო სერვიუს ტულიუსმა, რომის მეფემ (ძვ. წ. 578–535). ეს კარიბჭე სერვიუსის კედლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა და მის გვერდით ორი მნიშვნელოვანი გზა გადიოდა: ვია სალარია და ვია ნომენტანა. ამ ტერიტორიაზე ალტა სემიტა ქირინალს კარმენტალის კარიბჭესთან აკავშირებდა.[1] კარიბჭის მახლობლად რამდენიმე ტაძარი მდებარეობდა, მათ შორის ვენერა ერიცინას[2] და ფორტუნას ტაძრები. ქრისტეშობიდან მეოთხე საუკუნეში, კარიბჭისკენ მიმავალ ადამიანს მარცხნივ სალუსტის ბაღები დახვდებოდა, ხოლო მარჯვნივ - დიოკლეტიანეს აბანოები.[3]
პლუტარქე წერს, რომ როცა ვესტალიურ ქურუმს უწმინდურობისთვის სჯიდნენ, მისი მიწისქვეშა სამარხი კოლინას კარიბჭესთან იყო განთავსებული.[4] ეს კარიბჭე იყო გადამწყვეტი ბრძოლის ადგილი რომის სამოქალაქო ომების დროს, ძვ. წ. 80-იან წლებში, როდესაც ცინასა და სულას ძალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sarolta A. Takács, Vestal Virgins, Sibyls, and Matrons: Women in Roman Religion (University of Texas Press, 2007), p. 88.
- ↑ Elaine Fantham, commentary on Ovid Fasti Book IV (Cambridge University Press, 1998), p. 255 online.
- ↑ Kim J. Hartswick, The Gardens of Sallust: A Changing Landscape (University of Texas Press, 2004), p. 143 online.
- ↑ For the passage in its dreadful entirety, see Takács, Vestal Virgins, p. 87 online; discussion pp. 88–89.
- ↑ Michael Lovano, The Age of Cinna: Crucible of Late Republican Rome (Franz Steiner Verlag, 2002), p. 129ff. online.