კოლბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლბები

კოლბა (გერმ. Kolben) — ლაბორატორიული ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება რეაქციების საწარმოებლად. ლაბორატორიებში და ქიმიურ მრეწველობაში კოლბების გასათბობად გამოიყენება სპეციალიზებული და უნივერსალური გამაცხელებლები.

ყველაზე ცნობილი კოლბა ქიმიაში კონუსური (ერლენმეიერის) კოლბაა, რომელმაც დასახელება გერმანელი ქიმიკოსის, ემილ ერლენმეიერის, შემდეგ მიიღო 1860 წელს. კონუსური კოლბის დიზაინი მორევის საშუალებას გვაძლევს ისე, რომ სითხე არ გადმოიქცეს. ერლენმეირის კოლბა სითხეების დუღილისთვისაც მოსახერხებელია და, აგრეთვე, მის ყელზე მარტივად ერგება ძაბრი.

კოლბის სახეობებია: კონუსური კოლბა, მზომი კოლბა, მრგვალძირა კოლბა, ფლორენსის კოლბა, კელდალის კოლბა, მსხლისებრი კოლბა, რეტორტა, შლენკის კოლბა, შტრაუსის კოლბა, კლაიზენის კოლბა, ვიურცის კოლბა, ბუნზენის კოლბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 20-23