ნიკოლა კოვტალიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოვტალიუკი, ნიკოლა)
ნიკოლა კოვტალიუკი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლა კოვტალიუკი
დაბადების
თარიღი
26 აპრილი, 1995 (1995-04-26) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
სამბორი, ლვოვის ოლქი, უკრაინა
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოლხეთი-1913 ფოთი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
2008–2011 კნიაჟა შჩასტლივოე
2011–2012 კარპატი-2 ლვოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2013 კარპატი ლვოვი 0 (0)
2013–2014 ილიჩევეცი მარიუპოლი 0 (0)
2014 პოლტავა 3 (1)
2015 ზემპლინი მიხაილოვცე 9 (2)
2015–2016 არსენალი კიევი 17 (6)
2016 კოლოსი კოვალივკა 7 (0)
2017- კოლხეთი-1913 ფოთი 6 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 აპრილი, 2017

ნიკოლა კოვტალიუკი (დ. 5 იანვარი, 1995, სამბორი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, ფოთის „კოლხეთის“ თავდამსხმელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა გაატარა შჩასტლივოეს „კნიაჟასა“ და ლვოვის „კარპატის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2013 წელს „კარპატში“ ჩაატარა 26 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. 2013-14 წლების სეზონში იცავდა მარიუპოლის „ილიჩევეცის“ ახალგაზრდული გუნდის ღირსებას.

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2014 წელს. სეზონის დაწყებისას გადავიდა უკრაინის დონით მეორე ლიგაში მოასპარეზე „პოლტავაში“, სადაც მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სამივეში შეცვლაზე შევიდა. მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 5 ოქტომბერს, კრივოი-როგის „გირნიკის“ წინააღმდეგ, კოვტალიუკი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა და მე-6 დამატებულ წუთზე შეძლო სადებიუტი გოლის გატანა, „პოლტავამ“ მატჩი 1:2 დათმო.[1] 2014-15 წლების სეზონის მეორე ნახევარი გაატარა მიხაილოვცეს „ზემპლინის“ მეორე გუნდში, რომელიც სლოვაკეთის რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დაიშალა.

2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა კიევის „არსენალს“, რომელიც უკრაინის დონით მესამე ლიგაში ასპარეზობდა. მისი დებიუტი შედგა 2015 წლის 8 აგვისტოს, კოვალივკის „კოლოსის“ წინააღმდეგ, კოვტალიუკმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. შემდეგ ტურში, ხერსონის „კრისტალის“ წინააღმდეგ გაიტანა სადებიუტო გოლი კიევურ კლუბში. 56-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 87-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.[2] ჯამში „არსენალში“ ჩაატარა 17 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. სეზონის დასრულების შემდეგ, 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა უკრაინის დონით მეორე ლიგის კლუბ „კოლოსში“, სადაც ნახევარი სეზონი დაჰყო და ჩაატარა 7 უგოლო მატჩი.

2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა ფოთის „კოლხეთს“. ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ თავი გამოიჩინა 3 გოლით, მატჩი ფოთელთა გამარჯვებით, 2:4 დამთავრდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]