კოვბოი ბიბოპი
კოვბოი ბიბოპი | |
カウボーイビバップ | |
---|---|
ჟანრი | ნეო-ნუარი, კოსმოსური ვესტერნი |
მანგა | |
Cowboy Bebop: Shooting Star | |
ავტორი | კეინ კუგა |
გამომცემელი | Kadokawa Shoten |
გამომცემელი ინგლისურად | Tokyopop |
ჟურნალი | Monthly Asuka Fantasy DX |
ორიგინალური გამოცემა | 18 სექტემბერი, 1997 – 18 ივნისი, 1998 |
ტომები | 2 |
ანიმე ტელესერიალი | |
რეჟისორი | შიჰიჩირო ვატანაბე |
სტუდია | Sunrise |
ორიგინალური ეთერი |
3 აპრილი, 1998 |
ეპიზოდები | 26 |
მანგა | |
ავტორი | იუტაკა ნანტენი |
გამომცემელი | Kadokawa Shoten |
გამომცემელი ინგლისურად |
Madman Entertainment (ავსტრალია) Tokyopop |
ჟურნალი | Monthly Asuka Fantasy DX |
ორიგინალური გამოცემა | 18 ოქტომბერი, 1998 – 18 თებერვალი, 2000 |
ტომები | 3 |
ანიმე ფილმი | |
|
„კოვბოი ბიბოპი“ (იაპონ. カウボーイビバップ?) — 1998 წლის ანიმე-ტელესერიალი, გადაღებული Sunrise-ის მიერ. მისი რეჟისორია შიჰიჩირო ვატანაბე, სცენარის ავტორი — კეიკო ნობუმოტო, პერსონაჟის დიზაინერი — ტოშიჰირო კავამოტო, მექანიკის დიზაინერი — კიმიტოში იამანე და კომპოზიტორი — იოკო კანო. სერიალის 26 ეპიზოდი (სესია) მიმდინარეობს 2071 წელს. მათში მოთხრობილია თავებზე მონადირეთა შესახებ, რომლებიც მოგზაურობენ კოსმოსური ხომალდ „ბიბოპით“. სერიალში განხილულია ფილოსოფიური თემები — ეგზისტენციალიზმი, მოწყენილობა და მარტოობა.
ტელესერიალის პრემიერა იაპონიაში, TV Tokyo-ზე, 1998 წლის 3 აპრილს გაიმართა. იგი ეთერში გადიოდა 26 ივნისამდე.[1] სრულწლოვანი ასაკის პირებისთვის განკუთვნილი შინაარსის გამო ნაჩვენები იქნა მხოლოდ 12 ეპიზოდი და კიდევ ერთი სპეციალური გამოშვება. სრული, 22 ეპიზოდი პირველად აჩვენეს WOWOW-ზე, 1999 წლის 24 ოქტომბრიდან 24 აპრილამდე.[2] ანიმე აგრეთვე ადაპტირებული იქნა მანგად, რომელიც იბეჭდებოდა Kadokawa Shoten-ის Asuka Fantasy DX-ში.[3][4] 2001 წელს კინოგაქირავებში გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც.
ინგლისურ ენაზე სერიალი გაახმოვანეს Animaze-მა და ZRO Limit Productions-მა. იგი ჩრდილოეთ ამერიკაში ლიცენზირებული იქნა Bandai Entertainment-ის მიერ. ამჟამად ლიცენციას Funimation ფლობს. ბრიტანეთში ლიცენზიას ფლობდა Beez Entertainment, ამჟამად კი იგი Anime Limited-ს ეკუთვნის. ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ანიმე გამოვიდა Madman Entertainment-ის ლიცენზიით. 2001 წელს „კოვბოი ბიბოპი“ იქცა პირველ ანიმედ, რომელიც აშშ-ში Adult Swim-ზე აჩვენეს.
„კოვბოი ბიბოპს“ კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება ხვდა წილად — როგორც იაპონიის, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე (განსაკუთრებით — აშშ-ში). მას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო ანიმეს და სამეცნიერო ფანტასტიკის კატეგორიებში. აღიარებულია მისი სტილი, პერსონაჟები, სიუჟეტი, გახმოვანება, ანიმაცია და საუნდტრეკი. მისი გამოსვლიდან წლების შემდეგ კრიტიკოსებმა და მიმომხილველებმა, განსაკუთრებით აშშ-ში, „კოვბოი ბიბოპი“ შედევრად აღიარეს და ხშირად უწოდებენ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ანიმეს. ითვლება, რომ სწორედ მან გააცნო თავად ანიმეს ჟანრი დასავლეთში მაყურებლების ახალ თაობას 2000-იანების დასაწყისში, თუმცა, აგრეთვე თვლიან, რომ იგი ზოგადად ჟანრის „კარიბჭეა“.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (Cowboy-Bebop.net) (იაპონური)
- ოფიციალური საიტი (CowboyBebop.org) (იაპონური) (ინგლისური)
- კოვბოი ბიბოპი Bandai Channel-ზე (იაპონური)
- კოვბოი ბიბოპი დაარქივებული 2014-05-19 საიტზე Wayback Machine. Adult Swim-ზე
- კოვბოი ბიბოპი Funimation-ზე
- კოვბოი ბიბოპი Madman Entertainment-ზე
- „კოვბოი ბიბოპი“ — Allmovie-ზე
- „კოვბოი ბიბოპი“ საიტზე Curlie
- „კოვბოი ბიბოპი“ საიტზე TV.com
- „კოვბოი ბიბოპი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „კოვბოი ბიბოპი“ (ანიმე) საიტის Anime News Network ენციკლოპედიაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sunrise Broadcast 1 დაარქივებული 2011-09-17 საიტზე Wayback Machine. – Sunrise
- ↑ Sunrise Broadcast 2 დაარქივებული 2012-06-19 საიტზე Wayback Machine. – Sunrise
- ↑ ふぁんデラ 1997年10月号・中古・角川書店・通販ショップの駿河屋. Surugaya Japan. ციტირების თარიღი: May 16, 2014.
- ↑ ふぁんデラ 1998年11月号・中古・角川書店・通販ショップの駿河屋. Surugaya Japan. ციტირების თარიღი: May 16, 2014.
- ↑ Robinson, Tasha. (2009-03-05) Gateways To Geekery: Anime. The A.V. Club. The Onion. ციტირების თარიღი: 2009-03-10.