კოდისპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოდისპირი — სახელმწიფო გადასახადი გვიანი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. იხდიდა თითოეული კომლი ოთხი კოდი პურის ან ორი კოდი პურისა და ორნახევარი კოდი ქერის რაოდენობით. XIX საუკუნის დასაწყისიდან იხდიდნენ მხოლოდ სახელმწიფო გლეხები, ხოლო 40-იანი წლებიდან კოდისპირი, ისე როგორც ყველა სხვა გადასახადი, ერთიანი საკომლო ფულადი გადასახადით შეიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]