კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოდა (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
კოდა
ს.კოდა. ეკლესია.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი კოდა
კოორდინატები 41°34′47″ ჩ. გ. 44°46′28″ ა. გ. / 41.57972° ჩ. გ. 44.77444° ა. გ. / 41.57972; 44.77444
ზღვის დონიდან 590
მოსახლეობა 3 062[1] კაცი (2014)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები (96%)[2]
კოდა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) (საქართველო)
Red pog.svg

კოდა — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 590 მ, თეთრიწყაროდან 34 კმ, მარნეულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ.

კოდაში დაიბადა მწერალი ვასილ ბარნოვი. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. კოდაში შემორჩენილია დარბაზული ეკლესია (XIX საუკუნე). სოფელში გაითხარა (1969 და 1974, ხელმძღვანელი გ. ფხაკაძე) ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო მეოთხედი) ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამნოსახლარზე აღმოჩნდა წრიული ფორმის თიხატკეპნილიატაკიანი ნახევრადმიწურები (დიამეტრი 2,3-4 მ), რომლებშიც კერები იყო. წნული კედლები თიხით უნდა ყოფილიყო შელესილი. ნამოსახლარს ტერიტორიაზეა სამაროვანიც. გამოვლინდა სამარხების ორი ტიპი: ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ორმოსამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები ესვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. ქვის სამარხები კოლექტიურია. სოფლის დასავლეთ ნაწილში გაითხარა მშრალი წყობით ნაგები კოლექტიური აკლდამები. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომელთა ნაწილი ორნამენტირებულია. ქვის იარაღიდან აღსანიშნავია ხელსაფქვავები, როდინები, სალესები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ობსიდიანის ისრისპირები, საფხეკები, ლამელები. მსგავსი მასალა აღმოჩენილია საქართველოს ამავე ხანის სხვა ძეგლებში (კიკეთი, დიდუბე, თეთრიწყარო, თამარისი, სამშვილდე, ოზნი და სხვა).

2008 წელს აქ ჩაასახლეს აგვისტოს ომით დაზარალებული დევნილები, ადგილობრივები ადვილად შეეწყვნენ მათ. ეს სოფელი აკავშირებს მრავალ სოფელს, როგორებიცაა ვაშლოვანი, ღოუბანი, ბორბალო და სხვა, ამ სოფელზე გადის რუსთავისა და მარნეულის დამაკავშირებელი გზა. საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ იყო მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელიც განახლდა და ახლა მთელს საქართველოს ამარაგებს პროდუქციით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 062 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 539 709 830
2014[1] Increase2.svg 3 062 1 482 1 580

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფხაკაძე გ., ქსე, ტ. 5, გვ.568, თბ., 1980