კოგნიტური უნარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოგნიტური უნარები ასევე ცნობილი როგორც კოგნიტური ფუნქციები ან კოგნიტური შესაძლებლობები — გონებრივი უნარები, რომლებიც საჭიროა ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის მანიპულაციისა და მსჯელობისთვის.ისინი უფრო დაკავშირებული არიან სწავლის, მეხსიერების, თავსატეხების ამოხსნისა და ყურადღების მიქცევის მექანიზმებთან, ვიდრე თავად ცოდნასთან. კოგნიტური უნარები (ფუნქციები) მოიცავს აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, სწავლას, გადაწყვეტილებების მიღებას და ენობრივ შესაძლებლობებს.[1]

ფუნქციების სპეციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგნიტურ მეცნიერებაში შეიქმნა თეორიები იმაზე თუ როგორ მუშაობს ტვინი, ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მკვლევარებისთის, რომლებიც ნეირომეცნიერების ემპირიულ სფეროებში მუშაობენ. ძირითადი კითხვაა, არიან თუ არა კოგნიტური ფუნქციები, მაგალითად, ვიზუალური დამუშავება და ენა, ავტონომური მოდულები, და თუ არა, რამდენად არიან ფუნქციები დამოკიდებული ერთმანეთზე. კვლევა შუა პოზიციისკენ მიუთითებს და ახლა მიღებულია, რომ არსებობს მოდულარულობის გრადუსი ტვინის ორგანიზაციის ასპექტებში. სხვა სიტყვებით, კოგნიტური უნარები ან ფუნქციები არიან სპეციალიზებული, მაგრამ ისინი ასევე ურთიერთქმედებენ ან გადაკვეთენ ხოლმე ერთმანეთს. დედუქციური მსჯელობა კი, დავალების მიხედვით უკავშირდება ან ვიზუალურ, ან ლინგვისტურ დამუშავებას; თუმცა, ასევე არსებობენ განსხვავებული ასპექტებიც. საბოლოო ჯამში, კვლევა არ იძლევა ძლიერ მხარდაჭერას კოგნიტური ფსიქოლოგიის კლასიკური მოდელებისთვის.[2][3]

კოგნიტური ფუნქციონირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგნიტური ფუნქციონირება არის აზრების დამუშავების უნარი. მისი განმარტებაა: "ინდივიდის უნარი, შეასრულოს სხვადასხვა, სწავლასთან და პრობლემების გადაჭრასთან მჭიდროდ ასოცირებული მენტალური აქტივობა. მაგალითად ვერბალური, სივრცითი, ფსიქომოტორული და სწრაფი დამუშავების უნარები."[4] კოგნიცია ძირითადად უკავშირდება მეხსიერებას, მეტყველებას და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარს.ტვინს ჩვეულებრივ შეუძლია აითვისოს ახალი უნარები ზემოხსენებულ „ტერიტორიებზე“, როგორც წესი ღრმა ბავშვობაში, და შეიქმნას აზრები და დამოკიდებულება სამყაროზე. ასაკმა და დაავადებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს კოგნიტურ ფუნქციონირებას, რაც იწვევს ამნეზიას და ართულებს სწორი სიტყვების პოვნას საუბრის ან წერის დროს. მაგალითად გაფანტული სკლეროზი (MS), იწვევს მეხსიერების დაკარგვას, ახალი ინფორმაციის ათვისების უუნარობას და დაქვეითებულ მეტყველებას.

ადამიანებს დაბადებისას ძირითად შემღხვევებში კოგნიტური ფუნქციონირების მაღალი ტევადობა აქვთ, ასე რომ, თითქმის ყველა ადამიანს აქვს სწავლისა უნარი და მეხსიერება. ინტელექტს ზომავენ IQ და სხვა ტესტებით, თუმცა ყველა მათგანი არააკურატული და არასრულყოფილია. მსგავსი ტესტები, შედგება კითხვებისგან, ან დავალებებისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი ზომავს სხვადასხვა კოგნიტურ ფუნქციას, როგორებიცაა: ცნობიერების დონე, მეხსიერება, პრობლემების გადაჭრის უნარი, მოტორული უნარები, ანალიტიკური უნარები და სხვა. ღრმა ბავშვობისას(12–36 თვე ან მეტი) ტვინი ყველაზე მოქნილია ისეთ დავალებებზე ორიენტირებისთვის, რომელიც მათ სოციალურ გარემოს ეხება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განაგრძეთ კითხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kiely, Kim (2014). „Cognitive function“, Encyclopedia of Quality of Life and Well-Being Research. Springer, გვ. 974–978. DOI:10.1007/978-94-007-0753-5_426. ISBN 978-94-007-0752-8. 
  2. Goel, Vinod (2007). „Anatomy of deductive reasoning“. Trends in Cognitive Sciences. 11 (10): 435–441. doi:10.1016/j.tics.2007.09.003. PMID 17913567. S2CID 6927091.
  3. Schwarz-Friesel, Monika (2012). „On the status of external evidence in the theories of cognitive linguistics“. Language Sciences. 34 (6): 656–664. doi:10.1016/j.langsci.2012.04.007.
  4. National Council on Measurement in Education http://www.ncme.org/ncme/NCME/Resource_Center/Glossary/NCME/Resource_Center/Glossary1.aspx?hkey=4bb87415-44dc-4088-9ed9-e8515326a061#anchorC დაარქივებული 2017-07-22 საიტზე Wayback Machine.