კოგინასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოგინასი
Lago di Coghinas
კოორდინატები: 40°45′05″ ჩ. გ. 9°02′35″ ა. გ. / 40.75139° ჩ. გ. 9.04306° ა. გ. / 40.75139; 9.04306
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
ფართობი 17,8 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კოგინასი, რიუ-მანუ
გამომდინარე მდინარე კოგინასი
კოგინასი — იტალია
კოგინასი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

კოგინასის ტბა (იტალ. Lago di Coghinas) — ხელოვნური ტბა იტალიაში, კუნძულ სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს სასარისა და ოლბია-ტემპიოს პროვინციებს შორის. მისი ფართობი 17,8 კმ²-ია, ტევადობა კი 254 მ³ წყალი, რის შედეგადაც ის რეგიონის მეორე უდიდესი ტბა (ომოდეოს ტბის შემდეგ) და იტალიის ერთ-ერთი უმთავრესი წყალსაცავია.

დამბა, რომელიც ფაშისტური რეჟიმისას აშენდა 1924 წელს, 185 მეტრი სიგრძის და 58 მეტრი სიგანისაა. მისი ფუნქციაა წყლის შეგუბება, მაგრამ ასევე გააჩნია ჰიდროელექტროსადგური.

ტბა მდიდარია ეკოსისტემით, ამავე დროს იგი იქცა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად — მის სანაპიროებზე გამოჩნდა სასტუმროები, რესტორნები და აფროსნობის კლუბი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]