კობრისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კობრისებრთა ოჯახი)
Jump to navigation Jump to search
კობრისებრნი
Rutilus rutilus
Rutilus rutilus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cyprinidae

კობრისებრნი (ლათ. Cyprinidae) — თევზების ოჯახი კობრისნაირნი რიგისა. აქვთ ქერცლით დაფარული ან ტიტველი სხეული. ოჯახში 200-მდე გვარი და 1000-ზე მეტი სახეობაა. მტკნარი წყლის ან გამსვლელი თევზებია. ფართოდაა გავრცელებული. ყველაზე ბევრია სამხრეთ აზიასა და ტროპიკულ აფრიკის წყლებში, შავი, აზოვის, კასპიის ზღვების აუზებში და მდინარე ამურში. კობრისებრთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ზოგი სატბორო მეურნეობის და სელექციის კარგი ობიექტია, ზოგიც სააკლიმატიზაციოა. საქართველოში კობრისებრთა ოჯახიდან გვხვდება 22 გვარის 33 სახეობა. მ. შ. აკლიმატიზებულია და სარეწაო მნიშვნელობა აქვს სარკისებრ კობრს, თეთრ ამურს, თეთრ სქელშუბლას, ჭრელ სქელშუბლას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]