კობილინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კობილინის სახლი
რუს. Дом Кобылина
კოორდინატები 47°12′43″N 38°56′03″E / 47.211832° ჩ. გ. 38.93426° ა. გ. / 47.211832; 38.93426
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

კობილინის სახლი (რუს. Дом Кобылина) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 49.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1859 წლის აგვისტოში ტაგანროგის სამშენებლო კომიტეტში შევიდა პირველი გილდიის ვაჭარ ივან კობილინის თხოვნა პეტროვის ქუჩაზე სახლის მშენებლობის შესახებ. მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაჭარმა კობილინმა დაანგრია ძველი ბეღელი და მის ადგილზე ააშენა ორსართულიანი აგურის სახლი. მისი ფასადი ოთხ თანაბარ სექციადაა დაყოფილი სწორკუთხა კოლონებით. თითოეული სექციის მეორე სართულზე სამი ფანჯარა იყო, ხოლო პირველ სართულზე შესასვლელი და ორი ფანჯარა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ პირველი სართული გაქირავდა მაღაზიებზე, მეორე სართულზე მეწარმემ ვასილი ბოროვმა გახსნა სასტუმრო „ლონდონი“. მთავარი შეასვლელი იყო მარჯვენა ერთსართულიანი ფლიგელიდან. შემდეგ ამ ფლიგელს დააშენეს მეორე სართული და სახლმა მიიღო თანამედროვე სახე.

ივანე კობილინი ვაჭრობდა შაქრით. შემდეგ სასურსათო და გასტრონომიული საქონლით ძველ ბაზარში. 1845 წლიდან კობილინის კანტორაში მსახურობდა ანტონ ჩეხოვის მამა პავლე. ვაჭართან მსახურობდა ასევე მწერლის ბიძა ივანე მოროზოვი. მწერლის მამა პავლე მალე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან უარი თქვა ვადაგასული ხიზილალის გაყიდვაზე.

1855 წლამდე ქალაქის მერად არჩეული ი. კობილინი მონაწილეობდა ამაღლებისა და მიტროფანოვის ეკლესიების მშენებლობაში. 1890 წლამდე სახლის მფლობელი იყო მისი შვილი მიხეილ კობილინი. ი. კობილინი გარდაიცვალა 1904 წელს ღვიძლის დაავადებით.

შენობის ქვედა სართულების ოთხივე სექცია გაქირავებული იყო მაღაზიებისათვის.

1902 წელს შეიცვალა სასტუმროს მფლობელი. იგი გახდა ნიკოლაი ტერ-არუთინოვი. 1915 წლის 1 თებერვალს ტერ-არუთინოვი გარდაიცვალა მუცლის ტიფით. გარდაცვალებამდე მან სახლი მიჰყიდა კ. გავრილენკოს, რომელმაც 1914 წელს სასტუმროს დაარქვა „მეტროპოლი“. ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პერიოდში 1925 წელს შენობაში განათავსეს კაზინო. ყოველ დღე 8 საათიდან 10 საათამდე კაზინოში თამაშობდნენ ლოტოს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობაში განათავსეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ნკვდ) განყოფილება, ხოლო 1957 წლიდან სასტუმრო „ცენტრალნაია“. პირველ სართულზე მოქმედებდა კინოთეატრი „დღის სიახლეები“. 1980-იან წლებში კონოთეატრი დაიხურა და მის ადგილზე გახსნეს იმპორტული რადიოტექნიკისა და აპარატურის მაღაზია „დიანა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]