ლევან კობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კობერიძე, ლევან)
ლევან კობერიძე
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1972 (1972-05-28) (51 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე)
„ლელო საქართველოსთვის“ (2020–2021)
საქმიანობა ექიმი, პოლიტიკოსი

ლევან კობერიძე (დ. 28 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016-2020 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 28 მაისს, თბილისში.[1] 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2006-2007 წლებში სწავლობდა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს. 1999-2003 წლებში გაიარა სააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები. 1996-1998 წლებში იყო სარეკლამო კომპანია „აუდიენციის“ კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი. 1998-2000 წლებში — კომპანია „ალიანს კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი. 2000-2007 წლებში — კომპანია „GWS/პენო რიკარის ჯგუფის“ ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი. 2011-2016 წლებში იყო შპს „Brending.ge“-ს დირექტორი. ტელეგადაცემის „რა? სად? როდის?“ ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი (18 ნოემბერი, 2016 — 6 მაისი, 2019). 2019 წლის 1 მაისს დატოვა პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[2] 2019 წლის 2 დეკემბრიდან გაერთიანებული იყო ფრაქციაში „დამოუკიდებელი დეპუტატები“. 2020 წლის 11 აგვისტოდან — „ლელოს“ წევრი.[3] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ სახელით კენჭს იყრიდა ვაკეში, თუმცა დამარცხდა. 2021 წლის 8 თებერვალს „ლელო“ დატოვა,[4] მიზეზად რუსთავი 2-ის ეთერში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლევან კობერიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-07. ციტირების თარიღი: 2019-07-28.
  2. ლევან კობერიძემ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დატოვა. radiotavisupleba.ge (1 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2020.
  3. ლევან კობერიძე „ლელოში“ გაწევრიანდა. Netgazeti.ge (11 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2020.
  4. ლევან კობერიძემ “ლელო” დატოვა. Netgazeti.ge (8 თებერვალი, 2021). ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021.
  5. „ლევან კობერიძე განმარტავს, რატომ დატოვა „ლელო““. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-06. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)