კობა გურული
კობა ელგუჯას ძე გურული (დ. 23 აპრილი, 1930, სოფ. ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი, — გ. 9 აპრილი, 2010, თბილისი) — ქართველი ოქრომჭედელი და მოქანდაკე. თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1949-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. გურულის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, დეკორაციულობა. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ჭედური კომპოზიციები - "მედეას მოტაცება", "რუსთაველი და ვეფხვი", "თინათინის სიმღერა", "სინაზე" და სხვა (ყველა 1965, გემი "რუსთაველი"), "ცეკვა", "ნადიმი" და სხვა (ყველა 1968, გემი "აჭარა"), იზმირის მსოფლიო გამოფენისათვის შექმნილი 26-მეტრიანი ფრიზი - "ინდუსტრია", "სიჭაბუკე" და "შრომა" (1967), "პაპა ქვევრთან" (1971, ავტორის საკუთრება). ტრიპტიქი "სული წამებისა" - "ამირანი", "წმ. შუშანიკი", "წითელარმიელი" (1971, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), ციკლი "მიწა და ადამიანები" (1963-1974, ავტორის საკუთრება) და სხვა. ქანდაკება: "ჯანყი გურიაში" (1958, დგას ნასაკირალში), "თებრონე მიდის წყალზედა" (1957, თაბაშირი, ავტორის საკუთრება) და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 316.