შინაარსზე გადასვლა

კობა გრიგოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კობა გრიგოლია (დ. 16 აპრილი, 1979, ქ. ფოთი) — ქართველი სამხედრო პირი, ბრიგადის გენერალი (2020).[1]

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტი (2000). საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2000 წლიდან ოცეულის მეთაურად, შემდეგ სხვადასხვა საშტაბო და სამეთაურო პოზიციებზე. 2017-2020 წლებში იყო მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური, 2020 წლის ივლისიდან — თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში კოსოვოში (2003, 2006), ერაყსა (2005, 2007) და ავღანეთში (2014-2015), რუსეთ-საქართველოს ომში (2008). დაჯილდოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით.[2]