კოაცაკოალკოსი
იერსახე
| კოაცაკოალკოსი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ქალაქები | კოაცაკოალკოსი, მინატიტლანი |
| სათავე | სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი |
| სიგრძე | 282 კმ |
| აუზის ფართობი | 2330 კმ² |
კოაცაკოალკოსი (ესპ. Río Coatzacoalcos) — მდინარე მექსიკაში, მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ტეუანტეპეკში. მდინარე სათავეს იღებს სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ქედზე, შემდეგ მიედინება ოახაკის და ვერაკრუსის შტატების ტერიტორიაზე და ქალაქ კოაცაკოალკოსთან ერთვის კამპეჩეს ყურეს (მექსიკის ყურე).
მდინარე სანაოსნოა შესართავიდან 210 კილომეტრი. ქალაქ მინატიტლანთან ერთვის მთავარი შენაკადი უსპანაპა.