შინაარსზე გადასვლა

კოაქსიალური კაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
RG-59 ტიპის ტელევიზორის ანტენის კოაქსიალური კაბელი

კოაქსიალური კაბელი (ინგლ. coaxial < ლათ. co — „ერთად“ და axis — „ღერძი“) — კაბელი, რომელშიც ელექტრული წრედის ორივე გამტარი 2 თანაღერძული ცილინდრია. გამტართა ასეთი განლაგება უზრუნველყოფს კოაქსიალური კაბელის მაგნიტური ველის თავმოყრას მათ შორის სივრცეში, ე. ი. გარე მაგნიტური ველი არ არსებობს. ამიტომ კოაქსიალური კაბელის ირგვლივ სივრცეში გამოსხივებისას დანაკარგი არ არის. ამასთან, გარე გამტარი ელექტრომაგნიტური ეკრანიცაა. იგი იცავს ელექტრულ წრედს გარე ზემოქმედებისაგან. კოაქსიალური კაბელი დაბრკოლებამდგრადია. ასეთი კაბელით გადაცემული სიგნალების ენერგიის დანაკარგი უმნიშვნელოა. კოაქსიალურ კაბელს იყენებენ შორეული კავშირგაბმულობის ხაზებზე ელექტრული სიგნალების გადასაცემად. რადიოელექტრონული და სატელევიზიო აპარატურის საანტენო-საფიდერო მოწყობილობებში და ა. შ. კოაქსიალური კაბელი გამოიგონა და დააპატენტა ბრიტანელმა ფიზიკოსმა ო. ჰევისაიდმა 1880 წელს.