კლოდ სორელი
იერსახე
კლოდ სორელი (დ. 15 ან 17 აპრილი, 1948, ბეზიე – გ. 7 აპრილი, 2025) – ფრანგი მორაგბე. თამაშობდა „ბეზიეში“. იყო ამავე გუნდის მწვრთნელი და ამ რანგში, 1980-იან წლებში, სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.[1] 1997-2003 წლებში სათავეში ედგა საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა ევროპის ერთა თასი (2001) და მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური (2003, ავსტრალია), შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში კი X ადგილი დაიკავა (2001, არგენტინა). საქართველოს ნაკრებამდე წვრთნიდა მაროკოს ეროვნულ გუნდს. სამწვრთნელო კარიერა დაასრულა 2012 წელს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Georgia Profile დაარქივებული 2006-06-25 საიტზე Wayback Machine.
- rwc2003 profile დაარქივებული 2007-01-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლის სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 'საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მათ ვერ მივატოვებდი' - კლოდ სორელის ბოლო ინტერვიუ. Betsson Sport, 7 აპრილი, 2025.