კლოდ დე გიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლოდ დე გიზი
ClaudeLorraine.jpg
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1496
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1550, (53 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება გიზის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ანტუანეტ დე ბურბონი
შვილ(ებ)ი 12 შვილი
მშობლები მამა: რენე II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: ფილიპა გელდერელი

კლოდ დე გიზი (ფრანგ. Claude de Guise; დ. 20 ოქტომბერი, 1496 — გ. 12 აპრილი, 1550) — გიზის დინასტიის წარმომადგენელი. ლოთარინგიის ჰერცოგ რენე II-ის ვაჟი. გიზის ჰერცოგი და ამავე დინასტიის დამაარსებელი. შოტლანდიის დედოფალ მარი დე გიზისა და გიზის ჰერცოგ ფრანსუას მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოდი დაიბადა 1496 წლის 20 ოქტომბერს. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ რენე II-ისა და ფილიპა გელდერელის ვაჟი. მან განათლება საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის სამეფო კარზე მიიღო, 1513 წელს კი სამეფო ოჯახთან ალიანსის შექმნის მიზნით, ჩვიდმეტი წლის კლოდმა ცოლად შეირთო მეფის გარე ბიძაშვილი, ვენდომის გრაფ ფრანსუა I-ის ასული ანტუანეტ დე ბურბონი.

1515 წელს იბრძოდა მარინიანოს ბრძოლაში, 1521 წელს კი დედა-დედოფალ ლუიზა სავოიელს ახლდა ფუენტერაბიაში, ნავარის სამეფო ოჯახთან მოლაპარაკებების დროს. 1523 წელს კლოდი ხდება ბურგუნდიისა და შამპანის გუბერნატორი. 1525 წელს გერმანიის გლეხთა ომის დროს იბრძოდა ანაბაპტისტების წინააღმდეგ, იგი კონკრეტულად ლოთარინგიაში, ლუპშტეინსა და სავერნში იბრძოდა. 1528 წელს, სამშობლოში დაბრუნებულ კლოდს მეფე ფრანსუამ უბოძა გიზის ჰერცოგის წოდება. სწორედ ამ დროს დააარსა კლოდმა საკუთარი გიზების დინასტია. იგი გარდაიცვალა 1550 წელს, 53 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარი (1515-1560), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ს, რომელთანაც შეეძინა შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მერი I, რომლის ვაჟიც იყო შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ VI;
  2. ფრანსუა (1519-1563), გიზის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფერარას ჰერცოგის ასული ანა დ'ესტე, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  3. ლუიზი (1520-1542), ცოლად გაჰყვა არშოს ჰერცოგ შარლ I-ს;
  4. რენე (1522-1602), სენ პიერის აბატისა;
  5. შარლი (1524-1574), შევრეზის ჰერცოგი, რეიმსის არქიეპისკოპოსი და კარდინალი;
  6. კლოდი (1526-1573), ომალის ჰერცოგი, ლუიზ დე ბრიზი, საფრანგეთის მეფე ანრი II-ის საყვარელ დიანა დე პუატიეს ასული, რომელთანაც შეეძინა 11 შვილი;
  7. ლუი (1527-1578), კარდინალი;
  8. ფილიპი (1529), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. პიერი (1530), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. ანტუანეტი (1531-1561), ფარემუტიეს აბატისა;
  11. ფრანსუა (1534-1563), მალტის ორდერის დიდი პრიორი;
  12. რენე (1536-1566), ელბოს მარკიზი, ცოლად შეირთო ლუიზ დე რიუ, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bell, Susan G. (2004). The Lost Tapestries of the City of Ladies. University of California Press.
  • Spangler, Jonathan (2009). The Society of Princes: The Lorraine-Guise and the Conservation of Power and Wealth in Seventeenth-Century France. Ashgate Publishing Limited.
  • Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.