შინაარსზე გადასვლა

კლობოუკი-უ-ბრნა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კლობოუკი-უ-ბრნა
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
შიდა დაყოფა Bohumilice[1] და Q56413181?
კოორდინატები 48°59′44″ ჩ. გ. 16°51′34″ ა. გ. / 48.99556° ჩ. გ. 16.85944° ა. გ. / 48.99556; 16.85944
მმართველი Pavel Volek[2]
პირველი ხსენება 1210
ფართობი 31,27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 238 მეტრი
მოსახლეობა 2 476 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 691 72[4]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.kloboukyubrna.eu/
კლობოუკი-უ-ბრნა — ჩეხეთი
კლობოუკი-უ-ბრნა

კლობოუკი-უ-ბრნა (ჩეხ. Klobouky u Brna) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს. ის ორი მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ერთ მუნიციპალიტეტად არიან გაერთიანებული კლობოუკი-უ-ბრნა და ბოჰუმილიცე.

ჩეხურ ენაში სიტყვა „კლობოუკი“ ქუდს ნიშნავს, ქალაქმა სახელწოდება მის გარშემო არსებული ქუდის ფორმის ბორცვების გამო მიიღო. „უ-ბრნა“ კი ითარგმნება, როგორც „ბრნოსთან ახლოს“. ქართულად ქალაქის სახელწოდების პირდაპირი თარგმანია „ქუდები ბრნოსთან ახლოს“.[5]

კლობოუკი-უ-ბრნა ქალაქ ბრჟეცლავიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 28 კილომეტრში მდებარეობს, ბრნოდან კი 33 კილომეტრითაა დაცილებული. მუნიციპალური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჟდანიცეს ტყეს ეკუთვნის, აღმოსავლეთით კი მცირედით იჭრება კიიოვის ბორცვებზე. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ნედანოვის გორა, მისი სიმაღლე 368 მეტრია ზღვის დონიდან. კლობოუკი-უ-ბრნაში მიედინება კლობოუცკის ღელე.

ქარის წისქვილი
წმინდა ლავრენტის ეკლესია
კლობოუკის ციხე

კლობოუკიცა და ბოჰუმილიცეც ისტორიულ წყაროებში პირველად 1210 წელს არიან მოხსენიებული. ამ წყაროს მიხედვით ლევ კლობოუკელმა სოფელი ზაბრდოვიცეში მდებარე პრემონსტრატენსიელთა მონასტერს აჩუქა.

1298 წელს მეფე ვაცლავ II-ემ კლობოუკის სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ქალაქის მამულებს 1784 წლამდე პრემონსტრატენსიელთა მონასტერი ფლობდა. ამ წელს საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ის „იოზეფინიზმის“ სახელით ცნობილი საშინაო პოლიტიკის ფარგლებში, ეს მონასტერი გაუქმდა და მას სამფლობელოებიც ჩამოართვეს.[6][7]

კლობოუკის მორავიისა და უნგრეთის სამეფოს გზაგასაყარზე მდებარეობა მშვიდობიანობის პერიოდში ძალიან სასარგებლო იყო ადგილობრივებისთვის, თუმცა ამ მდებარეობის გამო ომიანობის პერიოდში ორმაგად იტანჯებოდნენ. დასახლება მნიშვნელოვნად დაზიანდა ბოჩკაის აჯანყებისა და ოცდაათწლიანი ომის დროს.[5]

კლობოუკიმ ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიიღო. 1992 წელს ქალაქს სახელი შეეცვალა და კლობოუკი-უ-ბრნა ეწოდა.[8]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ციხესიმაგრე და ორი ეკლესია. წმინდა ლავრენტის ეკლესია ბაროკოს სტილის ნაგებობაა და 1655 წელს აშენდა. ევანგელისტური ეკლესია ისტორიცისტურ სტილშია აგებული და XIX საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.[9]

კლობოუკი-უ-ბრნას ციხე რენესანსის სტილში 1589 წელს ააგეს და თავდაპირველად ის ზაბრდოვიცეს პრემონსტრატენსიელთა მონასტრის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობაა, მასში დღეს მუზეუმია განთავსებული.[10]

კლობოუკი-უ-ბრნა მთავარი სიმბოლო ორსართულიანი ხის ქარის წისქვილია. ქარის წისქვილი ქალაქის მახლობლად ერთ-ერთ ბორცვზე მდებარეობს. ეს ქარის წისქვილი აქ 1825 წელს კრომერჟიჟის რაიონის სოფელი პაცეტლუკიდან გადმოიტანეს. წისქვილი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა და 1985 წელს აღადგინეს.[11]

წმინდა ბარბორას სალოცავი 1669 წელს ააგეს. ის გამორჩეულია მისი მდებარეობის გამო და შემაღლებული ადგილიდან გადმოსცქერის ქალაქს.[6]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Otevřená data pro volby do zastupitelstev krajů 2024ČSÚ.
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. Register of territorial identification, addresses and real estates
  5. 1 2 Klobouky u Brna cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  6. 1 2 Kaple sv. Barbory cs. Město Klobouky u Brna. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  7. Místní část Bohumilice cs. Město Klobouky u Brna. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  8. Historický lexikon obcí České republiky 1869–2011: Abecední přehled obcí a částí obcí cs. Czech Statistical Office (2015-12-21).
  9. Evangelický kostel cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  10. Zámek cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  11. Větrný mlýn cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-11-20