ბილ კლინტონი
უილიამ ჯეფერსონ კლინტონი William Jefferson Clinton | |
![]() | |
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1993 – 20 იანვარი, 2001 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ალბერტ გორი |
წინამორბედი | ჯორჯ ჰ. ბუში |
მემკვიდრე | ჯორჯ უ. ბუში |
არკანზასის 42-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 იანვარი, 1983 – 12 დეკემბერი, 1992 | |
წინამორბედი | ფრანკ ვაითი |
მემკვიდრე | ჯიმ ტაკერი |
არკანზასის მე-40 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 იანვარი, 1979 – 19 იანვარი, 1981 | |
წინამორბედი | ჯო პარსელი |
მემკვიდრე | ფრანკ ვაითი |
არკანზასის გენერალური პროკურორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1977 – 9 იანვარი, 1979 | |
დაბადებული | 19 აგვისტო, 1946 ჰოუპი, არკანზასი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ჰილარი კლინტონი |
საქმიანობა | ადვოკატი |
რელიგია | ბაპტისტი |
ჯილდოები | ![]() |
ხელმოწერა | ![]() |
საიტი | ბილ კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა |
უილიამ ჯეფერსონ „ბილ“ კლინტონი (ინგლ. William Jefferson "Bill" Clinton, დაბ. William Jefferson Blythe III ; დ. 19 აგვისტო, 1946) — აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი (1993-2001) დემოკრატიული პარტიიდან. იგი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. მისი მეუღლეა ჰილარი კლინტონი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი.
კლინტონმა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი, ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი და იელის სამართლის სკოლა დაამთავრა. იგი 12 წელი მსახურობდა როგორც არკანზასის 40-ე და 42-ე გუბერნატორი. 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაამარცხა.
პრეზიდენტის რანგში კლინტონმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაუჭირა მხარი და სოციალური უზრუნველყოფის რეფორმა (welfare reform) განახორციელა. მან წარუმატებლად სცადა ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის (health care reform) გატარება, რომელიც კონგრესის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა. მისი პრეზიდენტობისას აშშ-ის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაღალი ტექნოლოგიების სექტორი ძალიან განვითარდა და უმუშევრობა მინიმალური იყო. 1996 წელს კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მეორე ვადის დროს ლევინსკის სკანდალის გამო წარმომადგენელთა პალატამ მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, მაგრამ სენატმა ის გაამართლა. მისი მმართველობისას ნატო-მ 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის და 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვის ოპერაციები განახორციელა, ასევე ნატო-ში ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიღება დაიწყო. იგი ფრანკლინ რუზველტის შემდეგ პირველი დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ვინც პოსტზე ორი სრული ვადა გაატარა.
თანამდებობის დატოვების დროს კლინტონის ნდობის რეიტინგი 66 % იყო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოსტიდან მიმავალი პრეზიდენტის ყველაზე მაღალი რეიტინგია. პრეზიდენტობის შემდეგ ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, 2004 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- White House biography
- Clinton Presidential Materials Project დაარქივებული 2013-07-26 საიტზე Wayback Machine. Archive of press releases and transcripts of speeches from the administration.
- Clinton Presidential Library official website
- Clinton School of Public Service

- წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალრები
- სტატიები BIBSYS იდენტიფიკატორით
- გვერდები წითელბმულიანი იდენტიფიკატორით
- სტატიები BNC იდენტიფიკატორით
- სტატიები BNE იდენტიფიკატორით
- სტატიები BNF იდენტიფიკატორით
- სტატიები CANTIC იდენტიფიკატორით
- სტატიები CINII იდენტიფიკატორით
- სტატიები GND იდენტიფიკატორით
- სტატიები ISNI იდენტიფიკატორით
- სტატიები LCCN იდენტიფიკატორით
- სტატიები LNB იდენტიფიკატორით
- სტატიები MusicBrainz იდენტიფიკატორით
- სტატიები NARA იდენტიფიკატორით
- სტატიები NDL იდენტიფიკატორით
- სტატიები NKC იდენტიფიკატორით
- სტატიები NLA იდენტიფიკატორით
- სტატიები NLI იდენტიფიკატორით
- სტატიები NLK იდენტიფიკატორით
- Wikipedia articles with faulty NLP identifiers
- სტატიები NSK იდენტიფიკატორით
- სტატიები NTA იდენტიფიკატორით
- სტატიები RERO იდენტიფიკატორით
- სტატიები SELIBR იდენტიფიკატორით
- სტატიები SNAC-ID იდენტიფიკატორით
- სტატიები SUDOC იდენტიფიკატორით
- სტატიები Trove იდენტიფიკატორით
- სტატიები ULAN იდენტიფიკატორით
- სტატიები VIAF იდენტიფიკატორით
- ვიკიპედიის სტატიები WorldCat-VIAF იდენტიფიკატორით
- იდენტიფიკატორის თარგი, რომელშიც არის 28 ელემენტი
- აშშ-ის პრეზიდენტები
- არკანზასის გუბერნატორები
- დაბადებული 1946
- დაბადებული 19 აგვისტო