შინაარსზე გადასვლა

კლივლენდი (ვულკანი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლივლენდის მთა
Mount Cleveland
კოორდინატები: 52°49′20″ ჩ. გ. 169°56′42″ დ. გ. / 52.82222° ჩ. გ. 169.94500° დ. გ. / 52.82222; -169.94500
ქვეყანა აშშ
სიმაღლე 1 730[1] 
მთის მასივი ალეუტის ქედი
ასაკი ჰოლოცენი
ბოლო ამოფრქვევა 17 მაისი, 2017
კლივლენდი (ვულკანი) — ჩრდილოეთი ამერიკა
კლივლენდი (ვულკანი)

კლივლენდი (ინგლ. Mount Cleveland) — აქტიური სტრატოვულკანი აშშ-ში, ალასკაში. მდებარეობს ჩუგინადაკის კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. კლივლენდის სიმაღლე 1 730 მეტრია. ალეუტის ქედის 75 ვულკანს შორის იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ბოლო 230 წლის განმავლობაში სულ მცირე 22-ჯერ ამოიფრქვა. უახლესი ამოფრქვევა 2017 წელს მოხდა, მანამდე კი თითოჯერ ამოიფრქვა 2016 და 2011 წლებში, ორჯერ ამოიფრქვა 2010-ში და სამჯერ 2009 წელს.[1] ადგილობრივმა ალეუტელებმა ვულკანს სახელი მათი ცეცხლის ქალღმერთის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც, მათი რწმენით, ვულკანში ბინადრობდა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Cleveland description and statistics. Alaska Volcano Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 4 September 2010