კლერ დეინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კლერ დეინსი
Claire Danes.jpg
დეინსი 2015 წელს.
დაბადების სახელი კლერ კეტრინ დეინსი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1979 (1979-04-12) (41 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება იელის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990-დღეს
მეუღლე(ები) ჰიუგ დენსი (იქ. 2009)
შვილ(ებ)ი 2

კლერ კეტრინ დეინსი (ინგლ. Claire Catherine Danes; დ. 12 აპრილი, 1979)[1]ამერიკელი მსახიობი. არის სამი „პრაიმტაიმ“ ემის ჯილდოს, ოთხი ოქროს გლობუსის და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელი. 2012 წელს, ჟურნალმა Time-მა დაასახელა მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის. 2015 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე დაჯილდოვდა ვარსკვლავით.[2]

1994-1995 წლებში, ანგელა ჩეისის როლს თამაშობდა დრამატულ სატელევიზიო სერიალში, „ჩემი ასე წოდებული ცხოვრება“.[3] ამ როლის შესრულებისთვის, იგი დაჯილდოვდა ერთი ოქროს გლობუსით და პრაიმტაიმ ემის ჯილდოთი. 1994 წელს თავისი დებიუტი შექმნა ფილმში, „პატარა ქალები“. მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა: 1995 წლის ფილმი „საოჯახო ზეიმი“, ამერიკული რომანტიკული დრამა „რომეო და ჯულიეტა“ (1996), „კეთილშობილი“ (1997), 1998 წლის ფილმი „საბრალონი“, ამერიკული დრამა „დანგრეული სასახლე“ (1999), ფსიქოლოგიური დრამა „საათები“ (2002), სამეცნიერო ფანტასტიკა „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“ (2003), „გალამაზება“ (2004), „სტოუნების ოჯახი“ (2005), ამერიკული რომანტიკული კომედია „გამყიდველი გოგონა“, რომანტიკული ფანტასტიკა „ვარსკვლავური მტვერი“ (2007), კომედიური-დრამა „ჯეიკისნაირი ბიჭი“ (2007).

1998 წელს სწავლა დაიწყო იელის უნივერსიტეტში, თუმცა სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად, ორი წლის შემდეგ, 2000 წელს გამოვიდა უნივერსიტეტიდან. 2007 წელს, ბროდვეის თეატრში ელიზა დულითლი ითამაშა პიესაში, „პიგმალიონი“. 2010 წელს ითამაშა HBO-ს ბიოგრაფიულ დრამაში, „თემპლ გრანდინი“, ამ როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა მეორე ოქროს გლობუსით და პირველი „პრაიმტაიმ“ ემის ჯილდოთი. 2011 წლიდან 2020 წლამდე ქერი მატისონის როლს თამაშობდა პოლიტიკურ თრილერში, „სამშობლო“. ამ როლით მან მოიგო ორი პრაიმტაიმ ემის ჯილდო და ორი ოქროს გლობუსი.[4][5]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი კლერ დეინსი დაიბადა 1979 წლის 12 აპრილს, მანჰეტენში, ნიუ-იორკში,[6] აშშ-ში. მისი უფროსი ძმა ადვოკატია.[7][8] დეინსმა ცეკვა 6 წლის ასაკში დაიწყო.[9] დადიოდა ცეკვის თეატრის სემინარზე, სამსახიობო გაკვეთილებს ესწრებოდა „ჰერბერტ ბერგოფის სტუდიაში“.[10] დეინსმა ერთხელ თქვა რომ 9 წლის ასაკშიც კი მსახიობობაზე იყო კონცენტრირებული. სწავლობდა „თანამშრომლობის კვლევების ნიუ იორკის ლაბორატორიის სკოლაში“, „დალტონის სკოლაში“, დაამთავრა „ლოს-ანჯელესის ფრანგული სკოლა“. 1998 წელს სწავლა დაიწყო იელის უნივერსიტეტში, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ფსიქოლოგიას,[11] თუმცა შემდეგ, სამსახიობო კარიერაზე ფოკუსირებისთვის გამოვიდა უნივერსიტეტიდან.

სხვა სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს დეინსი ამერიკული როკ-ჯგუფის, „Soul Asylum“-ის მუსიკალური ვიდეოს, „Just Like Anyone“-ის მთავარი პერსონაჟი იყო.

1997 წელს მწერალ ნილ გეიმანის კომიქსის, სიკვდილი: შენ ცხოვრების დრო, წინასიტყვაობა დაწერა.[12]

2012 წელს გაახმოვანა მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, რომელიც შემდგომ „Audible.com“-ზე გამოვიდა.[13]

2013 წელს ოსლოში ნობელის მშვიდობის პრემიის ცერემონიის წამყვანი იყო.[14]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეინსი ავსტრალიელ მომღერალს, ბენ ლის 1997 წელს, თავის 18 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე შეხვდა. ისინი ხვდებოდნენ 6 წლის განმავლობაში, თუმცა 2003 წელს დაშორდნენ.

2003 წელს დეინსმა სასიყვარულო ურთიერთობა ამერიკელ მსახიობთან, ბილი კრუდაპთან დაიწყო, მათი ურთიერთობა 2006 წელს დამთავრდა.

დეინსი ინგლისელ მსახიობს, ჰიუგ დენსის, 2006 წელს, ამერიკული დრამის, „საღამოს“ გადაღებებზე შეხვდა. დაიწყეს შეხვედრა, 2009 წელს კი დაინიშნენ. დაქორწინდნენ 2009 წლის აგვისტოს. მათი პირველი შვილი 2012 წელს დაიბადა, ხოლო მეორე ვაჟი 2018 წელს.

2015 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე მის საპატივცემულოდ ვარსკვლავი გახსნეს.

დეინსი ფემინისტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Claire Catherine Danes: United States Public Records, 1970-2009. ციტირების თარიღი: August 15, 2014
  2. Claire Danes Walk of Fame Ceremony (November 17, 2015).
  3. Bellafante, Gina (October 28, 2007). „A Teenager in Love (So-Called)“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 16, 2014.
  4. Bios: Claire Danes. ციტირების თარიღი: August 16, 2014
  5. Claire Danes. Hollywood Foreign Press Association. ციტირების თარიღი: August 16, 2014
  6. Maron, Marc. Episode 520 – Claire Danes (Audio interview – podcast) (August 4, 2014). ციტირების თარიღი: August 15, 2014
  7. About – Curriculum vitae. ციტირების თარიღი: August 15, 2014
  8. Asa R. Danes – Associate. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 19, 2014. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020. ციტირების თარიღი: August 15, 2014
  9. Milzoff, Rebecca (January 21, 2007). „A Choreographer Takes Her Daughter to Work, With a Famous Friend“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 15, 2014.
  10. HB Studio - Notable Alumni | One of the Original Acting Studios in NYC.
  11. Welsh, James Michael; Whaley, Donald M. (2013) The Oliver Stone Encyclopedia – James Michael Welsh, Donald M. Whaley – Google Books. ISBN 9780810883529. 
  12. Death: The Time Of Your Life Collection. Neil Gaiman Bibliography. ციტირების თარიღი: August 14, 2010
  13. Gummere, Joe. 2013 Audie Awards® Finalists by category. ციტირების თარიღი: January 9, 2017
  14. Homeland-stjerne skal lede Nobelkonserten. nrk.no (October 31, 2013). ციტირების თარიღი: October 31, 2013