კლემენტ გოტვალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლემენტ გოტვალდი
კლემენტ გოტვალდი
ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 1929 – 14 მარტი, 1953
წინამორბედიბოგუმილ ილეკი
მემკვიდრეანტონინ ზაპოტოცკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივნისი, 1948 – 14 მარტი, 1953
წინამორბედიედუარდ ბენეში
მემკვიდრეანტონინ ზაპოტოცკი

ჩეხოსლოვაკიის მთავრობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივლისი, 1946 – 15 ივნისი, 1948
პრეზიდენტიედუარდ ბენეში

დაბადებული23 ნოემბერი, 1896
ვიშკოვი, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვლილი14 მარტი, 1953
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიაჩკპ
მეუღლემარტა გოტვალდოვა
შვილებიმარტა

კლემენტ გოტვალდი (ჩეხ. Klement Gottwald; დ. 23 ნოემბერი, 1896, ვიშკოვი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 14 მარტი, 1953, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწე. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი (1929-1953 წწ.), მთავრობის მეთაური (1946-1948 წწ.) და პრეზიდენტი 1948-1953 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი იყო ღარიბი გლეხის მარია გოტვალდოვას უკანონო შვილი. 1921 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1921–1926 წლებში პარტიული გაზეთის რედაქტორია სლოვაკეთში. 1929-1953 წლებში კომპარტიის გენერალური მდივანია. 1948 წლის თებერვალში ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტები, რომლებმაც მაისში მიიღეს ახალი კონსტიტუცია. ედუარდ ბენეშმა მას ხელი არ მოაწერა და 7 ივნისს გადადგა (სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა). 14 ივნისს ეროვნულმა კრებამ კლემენტ გოტვალდი პრეზიდენტად აირჩია.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, ტანამდებობიდან გაათავისუფლა არაკომუნისტები.

1953 წლის 12 მარტის დაბრუნდა სტალინის დაკრძალვიდან, თავს საკმაოდ შეუძლოდ გრძნობდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა აორტის გასკდომის შედეგად. მისი შემცვლელი გახდა ანტონინ ზაპოტოცკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Skilling, H. Gordon (1961). "Gottwald and the Bolshevization of the Communist Party of Czechoslovakia (1929–1939)". Slavic Review 20 (4): 641–655. JSTOR 3004097.