კლემენტს მარკჰემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლემენტს რობერტ მარკჰემი
Clements Markham - NPG.jpg
კლემენტს რობერტ მარკჰემი
მშობ. სახელი Clements Robert Markham
დაბ. თარიღი 20 ივლისი 1830
სტილინგფლიტი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 29 იანვარი 1916
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი, მკვლევარი, გეოგრაფი და მწერალი
მეუღლე(ები) მინა ჩიჩესტერი
შვილ(ებ)ი მარია ლუიზა მარკჰემი
მშობლები მამა: დევიდ მარკჰემი
დედა: კეტრინ მარკჰემი
ჯილდოები
  • აბანოს ორდენი
  • ქრისტეს ორდენი
  • ბრაზილიის ვარდის ორდენი და სხვა.

კლემენტს (კლემენტ) რობერტ მარკჰემი (ინგლ. Clements Robert Markham; 20 ივლისი 1830, სტილინგფლიტი30 იანვარი 1916, ლონდონი) — ინგლისელი გეოგრაფი, მკვლევარი და მწერალი. 1863 წლიდან 1888 წლამდე იკავებდა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივნის პოსტს, მოგვიანებით იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტი კიდევ თხუთმეტი წლის მანძილზე. ამ პოსტზე ის ძირითადად დაკავებული იყო ბრიტანეთის ეროვნული ანტარქტიკული ექსპედიციის ორგანიზებით (1901-1904), ასევე ხელი შეუწყო რობერტ სკოტის პოლარული კარიერის დაწყებას. კლემენტს მარკჰემი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ასევე აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მარკჰემი რჩებოდა მოგზაურად და მწერლად. მისი ლიტერატურული ნაშრომები მოიცავენ ისტორიულ ჩანაწერებს, ბიოგრაფიებს, ექსპედიციებისა და მოგზაურობების ანგარიშებს. ის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მრავალი სტატიისა და მოხსენების ავტორი იყო, ასევე დიდი ძალები მოახმარა Hakluyt Society-თვის ნაშრომების რედაქტირებასა და თარგმანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]