კლემენტინ ბელგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლემენტინ ბელგიელი

პრინცესა კლემენტინი დაახლოებით 1895 წელს
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1872
ბრიუსელი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1955 (82 წლის)
ლაჟვარდოვანი ნაპირი
ეროვნება ბელგიელი
მეუღლე(ები) ვიქტორი, პრინცი ნაპოლეონი (1910-1926)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ლეოპოლდ II
დედა: მარია ჰენრიეტა ავსტრიელი

კლემენტინ ბელგიელი (ფრანგ. Clémentine Albertine Marie Léopoldine, ნიდერლ. Clementina Albertina Maria Leopoldina; 30 ივლისი, 1872; — გ. 8 მარტი, 1955) — ბელგიის პრინცესა და ვეტინის საგვარეულოს წევრი. 1910 წელს დაქორწინდა ნაპოლეონ ვიქტორ ჟერომ ფრედერიკ ბონაპარტზე და გახდა ბონაპარტების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.,

იყო ბელგიის მეფის, ლეოპოლდ II-ისა და დედოფალი მარია ჰენრიეტა ავსტრიელის მესამე ქალიშვილი. მოზარდობისას კლემენტინს შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ბელგიის პრინცი ბოდუენი. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არ ჰქონდა იგივე გრძნობები პრინცესას მიმართ, პნევმონიით გარდაიცვალა 1891 წელს, 21 წლის ასაკში.

კლემენტის დედასთან შედარებით, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. 1896 წელს მამამისმა სურვილი გამოთქვა რომ იგი დაექორწინებინა რუპრეხტზე, ბავარიის გვირგვინოსან პრინცზე, მაგრამ კლემენტინმა უარი თქვა მასთან ქორწინებაზე.

წლების განმავლობაში კლემენტინი მარტოხელა იყო. დაახლოებით 1902 წელს, დედოფალ მარი ჰენრიეტას გარდაცვალებიდან მალევე, მას გაუჩნდა გრძნობები პრინც ნაპოლეონ ვიქტორ ბონაპარტის მიმართ. იტალიის სამეფო ოჯახის მხარდაჭერის მიუხედავად, მეფე ლეოპოლდ II-მ, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის შიშის გამო, უარი თქვა ამ ქორწინებაზე.

კლიმენტინმა ნაპოლეონზე დაქორწინება მამის გარდაცვალებამდე ვერ შეძლო. მათი ქორწინება საბოლოოდ შედგა 1910 წელს, მას შემდეგ რაც ბელგიის ახალმა მმართველმა, მისმა ბიძაშვილმა მეფე ალბერტ I- მა თანხმობა მისცა ქორწინებისთვის. ახალდაქორწინებულები ბრიუსელში, ავენიუ ლუიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ ორი შვილი ჰყავდათ: მარი კლოტილდი, რომელიც დაიბადა 1912 წელს, ხოლო 2 წლის შემდეგ, 1914 წელს ეყოლათ ლუი ჯერომი.

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, კლემენტინმა და მისმა ოჯახმა დიდ ბრიტანეთს შეაფარეს თავი, ისინი ეუხენია დე მონტიხოს ყოფილ რეზიდენციაში მიიყვანეს. კლემენტინი ბიძაშვილთან ელიზაბეთ ბავარიელთან, ბელგიის დედოფალთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული წითელი ჯვრის მოძრაობაში.

1918 წლის 11 ნოემბრის კომპიენის ზავის შემდეგ კლემენტინი ბელგიაში დაბრუნდა. ნაპოლეონი და კლემენტინი ნამიურის პროვინციაში ცხოვრობდნენ, სადაც 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებდნენ. კლემენტინი ხშირად სტუმრობდა ტურინსა და რომს იტალიის სამეფო ოჯახთან ერთად.

1926 წელს ნაპოლეონი ინსულტიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. კლემენტინს დამოუკიდებლად მოუწია ორი შვილის აღზრდა.

1937 წლიდან კლემენტინი სულ უფრო ხშირად რჩებოდა საფრანგეთში, სწორედ რონჩინში იყო 1939 წლის სექტემბერში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გამოაცხადეს. როგორც კი შეძლო, გაემგზავრა საფრანგეთში და დარჩა იქ, რადგან 1940 წელს ბელგიაში შეჭრის შემდეგ შეუძლებელი იყო თავის ქვეყანაში დაბრუნება. 1945 წლის შემდეგ კლემენტინმა დატოვა რონჩინი და თავისი დროის უმეტეს ნაწილს სავოიასა და საფრანგეთის რივიერაზე ატარებდა, სადაც იგი 1955 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის პრინცესა კლემენტინი, დაახ. 1880 წელი

ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და დედოფალი მარია ჰენრიეტა ავსტრიელის მესამე ქალიშვილი, კლემენტინ ალბერტინ მარი ლეოპოლდინი დაიბადა ლაკენის სასახლეში 1872 წლის 30 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მისი უფროსი ძმის, პრინცი ლეოპოლდის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. ლეოპოლდი მეფის ერთადერთი ვაჟი იყო, თუმცა ლეოპოლდ II იმედს იტოვებდა, რომ მათ გაუჩნდებოდათ კიდევ ერთი ვაჟი, თუმცა 1872 წელს დაიბადა პრინცესა კლემენტინი, სამეფო წყვილის ბოლო შვილი. [1] [2] იგი მოინათლა 1872 წლის 3 სექტემბერს ლაეკენის სასახლეში მოკლე ცერემონიის დროს. კლემენტინი დაარქვეს ნათლიის და დეიდის, კლემენტინა ორლეანელის პატივსაცემად[1]

სამეფო წყვილს უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი, ლუიზა და სტეფანია, რომლებიც 14 და 8 წლის იყვნენ, ამიტომ ახალი ქალიშვილის დაბადებით მეფეს იმედები გაუცრუვდა. მისი დების მსგავსად, კლემენტინი კერძო მასწავლებლებთან სწავლობდა ფრანგულს, გერმანულს, მუსიკას, ისტორიასა და ლიტერატურას. [3] გულმოდგინე სტუდენტი, კლემენტინი მიდრეკილი იყო ისტორიისა და ლიტერატურისკენ, თუმცა დედამისის სურვილით, მუსიკა შეისწავლა პიანისტისა და კომპოზიტორის ოგიუსტ დიუპონის კერძო გაკვეთილებით. [1]

ლუიზა, პრინცესას უფროსი და, 1875 წელს დაქორწინდა ბიძაშვილზე, საქსე-კობურგისა და გოტას პრინც ფილიპზე და მის მეუღლესთან ერთად დასახლდა ქალაქ ვენაში. 1881 წელს კლემენტინის და, სტეფანი დაქორწინდა რუდოლფზე, ავსტრიის პრინცზე.[1] 8 წლის ასაკიდან კლემენტინი თავისი დების გარეშე, მარტო ცხოვრობდა ლაეკინის სასახლეში, სადაც ძალიან მოსაწყენი და მარტოსული ბავშვობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველკვირეულად ერთობოდა თავის ბიძაშვილებთან ჰენრიეტასთან და ჟოზეფინ კეროლაინთან, მას უერთიერთობა ძირითადად მოზრდილებთან უწევდა, მათ შორის იყო მისი გუვერნანტი ომერინ დრანკორტი. [1]

დედოფალი მარიზ ჰენრიეტი სამ ქალიშვილთან ერთად 1889 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ლუიზა, კლემენტინი და სტეფანია.

1889 წლის აპრილში, მაიერლინგში უცნაურ გარემოებებში მისი სიძის, რუდოლფის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, კლემენტინი და დედამისი სტეფანისთან, ახალ დაქვრივებულთან, მირამარის ციხესიმაგრეში იმყოფებოდნენ. სტეფანიასა და კლემენტინს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა, მათ უყვარდათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ერთად დაკვრა, ხოლო კლემენტინი ვენეციით დიდად მოიხიბლა.

1889 წლის დეკემბერში კლემენტინმა სწავლა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა მაინც ესწრებოდა რელიგიის, ინგლისური ენისა და გერმანულის გაკვეთილებს. [1]

1890 წელს, მაშინ როდესაც 18 წლისაც არ იყო, ისწავლა ეტლის ტარება: დედამისის ხელმძღვანელობით, ის ხშირად ვარჯიშობდა ეტლების მართვაში. ასევე, მას ადვილად შეეძლო ამოეცნო სხვადასხვა ჯიშის ცხენი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Paoli 1998.
  2. de Witt 2007.
  3. De opvoeding van Belgische prinsen en prinsessen in de negentiende eeuw (Marleen Boden) nl (2020). ციტირების თარიღი: July 23, 2021