შინაარსზე გადასვლა

კლემენტე იეროვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლემენტე იეროვი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1904(1904-08-10)
დაბადების ადგილი ბარსელონა
გარდაცვალების თარიღი 19 ივლისი, 1981(1981-07-19) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი გუაიაკილი
მოქალაქეობა  ეკვადორი

კლემენტე იეროვი ინდაბურუ ( დ. 10 აგვისტო, 1904 – გ. 19 ივლისი, 1981 ) — პოლიტიკოსი და ეკვადორის დროებითი პრეზიდენტი 30 მარტიდან, 196616 ნოემბრამდე.[1]

იეროვი დაიბადა ბარსელონაში, ესპანეთში, სადაც მისი მშობლები, კლემენტე იეროვი მათეუსი და მარია ინდაბურუ სემინარიო, დროებით ცხოვრობდნენ (მამამისი ეკვადორის გენერალური კონსული იყო). იეროვი სწავლობდა გუაიაკილის ვისენტე როკაფუერტეს სახელობის სკოლაში, მოგვიანებით კი — კიტოს სან-გაბრიელის სკოლაში. მან ცოლად შეირთო ვიქტორია გომეს იკასა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  • მარია ლაურა იეროვი გომესი
  • ელენა იეროვი გომესი
  • კლემენტე იეროვი გომესი
  • ფერნანდო იეროვი გომესი

მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქვეყნის სანაპირო ზოლის სოფლის მეურნეობასთან, სადაც შეიძინა ფერმა, რომელიც მოგვიანებით ნაწილ-ნაწილ თავის მუშებს დაურიგა. იეროვის მმართველობის პერიოდი ეკვადორელთა უმეტესობას ახსოვს, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის ხანა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საყოველთაო არჩევნების გზით არ ყოფილა არჩეული, ეკვადორელებს იგი ძალიან უყვართ — მას მრავალი ძეგლი დაუდგეს და მისი სახელი უწოდეს არაერთ გამზირს.

1948 წელს იგი იყო ეკონომიკის მინისტრი გალო პლასას მთავრობაში, მოგვიანებით კი — სენატორი სოფლის მეურნეობის დარგში.

იეროვი გარდაიცვალა გუაიაკილში, ეკვადორში.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Agency, United States Central Intelligence (1966). Daily Report, Foreign Radio Broadcasts (en). 
  2. ECUADOR online - Clemente Yerovi Indaburu - (2012-06-08). ციტირების თარიღი: 2022-10-02