დედამიწის ჯგუფის პლანეტები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კლდოვანი პლანეტა)
დედამიწის ჯგუფის პლანეტებად იწოდებიან მზის სისტემის ის პლანეტები, რომლებიც შიდა მზის სისტემაში, ანუ მზიდან ასტეროიდთა სარტყლამდე არიან განლაგებული. ეს პლანეტებია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.
ამ ჯგუფის პლანეტებს ახასიათებთ მაღალი სიმკვრივე, გარე მზის სისტემის პლანეტებთან, ე.წ. გაზის გიგანტეებთან, ან იუპიტერის ჯგუფის პლანეტებთან შედარებით. ამ განსხვავების მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ჯგუფის პლანეტები ძირითადად მძიმე მატერიებისგან - სილიკატები, მეტალები შედგებიან, მაშინ როდესაც გაზის გიგანტები მსუბუქი გაზებისგან - წყალბადისა და ჰელიუმისგან არიან შედგენილი.
დედამიწის ჯგუფის ყველა პლანეტას აქვს შემდეგი ტიპის აგებულება:
- ცენტრში განლაგებულია რკინის ბირთვი ნიკელის მინარევით.
- მეტალის ბირთვს აკრავს მანტია, რომელიც სილიკატებისგან შედგება.
- ქერქი, რომელიც მანტიის მსგავსად სილიკატებისგან შედგება და რომელიც თავად მანტიის ნაწილობრივი გალღობის შედეგად არის წარმოქმნილი. მერკური ერთადერთია დედამიწის ჯგუფის პლანეტებს შორის, რომელსაც ქერქი არ გააჩნია, ასტრონომიაში გავრცელებულია აზრის თანახმად პლანეტამ ქერქი დიდი ზომის ციურ სხეულთან დაჯახების ან/და დიდი რაოდენობით მეტეორების მიერ პლანეტის ზედაპირის ბომბარდირების შედეგად დაკარგა.