მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლდის ნიუკა (ლათ. Arum rupicola) — მრავალწლოვანი ტუბერიანი ბალახოვანი მცენარე ნიუკასებრთა ოჯახისა. აქვს მოგრძოშუბისებური ფოთლები, ფოთლის ყუნწზე გრძელი საყვავილე ღერო. ლანცეტისებური საბურველი, გარედან — იისფერი, მეწამული ან მოთეთრო-მოყვითალო. ყვითელი ნაყოფი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში. გავრცელებულია თითქმის მთელ კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილსა და აჭარაში გვხვდება. იზრდება ბუჩქნარებში, ტენიან და ქვიან ადგილებში.[1]