კლდისწყარო (ალის თემი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კლდისწყარო (ალის საკრებულო))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდისწყარო (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
კლდისწყარო

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°02′58″ ჩ. გ. 43°38′36″ ა. გ. / 42.04944° ჩ. გ. 43.64333° ა. გ. / 42.04944; 43.64333
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 12[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91,7 %
რუსები 8,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კლდისწყარო (ალის თემი) — საქართველო
კლდისწყარო (ალის თემი)
კლდისწყარო (ალის თემი) — შიდა ქართლი
კლდისწყარო (ალის თემი)
კლდისწყარო (ალის თემი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
კლდისწყარო (ალის თემი)

კლდისწყაროსოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი). ლიხის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ხაშურიდან 10 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 კომლი, სულ 35 ადამიანი. სოფელში დგას წმინდა გიორგის ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 12 კაცი, საიდანაც 8 მამაკაცია, ხოლო 4 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[4][5] 34
2014[1] 12

XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ხალხთა აღწერის დავთრის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კომლი და ერთი ღარიბი ბოგანო. მათი გვარებია: ჭალიძე, პეტრიაშვილი, ბიწაძე, გოშნიაშვილი და შაქარაშვილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოფლიდან აყრილა და სხვაგან გადასახლებულა იმერული წარმოშობის ერთი კომლი.[6]

1728 წელს შედგენილი თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით სოფელი კლდისწყარო შედის თბილისის ვილაიეთის გორის ლივის ამილახვრის ნაჰიეში. სოფელში მცხოვრები 25 კომლი იხდის ყველა საოსმალო გადასახადს, რომლის ჯამიც შეადგენს 5436 ახჩას.[7]

1930 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით კლდისწყაროში 53 კომლი ცხოვრობს. სულ 231 ადამიანი. ამ დროს აქ სახლობდნენ გვარები: გონგლაძე, გელაშვილი, ჯოჯიშვილი, საძაგლიშვილი.

სოფელში ამჟამად ცხოვრობენ გონგლაძეები, გელაშვილები, მჭედლიძეები, ჩადუნელები და სხვა.[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი კლდისწყარო პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1685 წელს გიორგი XI-ის დროს (მეფობდა 1676-1688 და 1703-1709 წწ.) შედგენილ წყალობის წიგნში ბეგთაბეგ შანშეან მარტეროზიშვილისადმი, რომლის მიხედვითაც გიორგი მეფე სამეფო კარის მდივანს შანშეან მარტეროზიშვილს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს და ამბობს:

ვიკიციტატა
„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი ნორაშნითა, კვერცხობითა, კლდისწყაროთა.“

ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოფელი კლდისწყარო XVII საუკუნის ბოლოს მარტეროზიშვილების კუთვნილება იყო.[9]

ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს კლდისწყაროს და დატანილი აქვს რუკაზე. იოანე ბატონიშვილი კი 1795 წელს სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას, მაგრამ როგორც ნასოფლარს.[10]

XVIII საუკუნეში შედგენილ მოლაშქრეთა დავთრის ნაწყვეტის მიხედვით კლდისწყაროდან ლაშქარში გაწვეული ყოფილან: პეტრიაშვილი დათუნა, ჭალიძე დათუნა, ჭალიძე ბერუკა, პეტრიაშვილი ბერუკა, ჭალიძე ნიკოლოზი, პეტრიაშვილი პაპუნა, გოშნიაშვილი პაპუნა, ბიწაძე გიორგი, შაქარაშვილი სეხნია, პეტრიაშვილი ბერიდა ჭალიძე იორდანე.[11]

1715 წელს შედგენილი განჩინება ელიზბარ დავითაშვილისა და გიორგი რამაზიშვილის მამულის საქმის შესახებ გვამცნობს, რომ სოფელი კლდისწყარო დავითაშვილს დარჩენია და მისი სამფლობელი გამხდარა.[12]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 554.
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  6. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები (XIII-XIX სს.), წიგნი II, თბ., 1974, გვ. 98-99
  7. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი 1, თბ., 2009, გვ. 289
  8. ლაცაბიძე თ., მასალები ხაშურის რაიონის ისტორიისათვის, ხაშურის რაიონში გავრცელებული გვარ-სახელები, ხაშური, 1991
  9. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ., 1965, გვ. 228
  10. ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ. ხაშურის მოამბე, 28 აპრილი, 2019, № 17, გვ. 4
  11. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები (XIII-XIX სს.), წიგნი II, თბ., 1974, გვ. 165-171
  12. ქართული სამართლის ძეგლები, ტ., IV, თბ., 1972, გვ. 262-263