კლაუს ზეგბერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლაუს ზეგბერსი
გერმ. Klaus Segbers
Klaus Segbers.jpg
დაბ. თარიღი 1954
დაბ. ადგილი დორტმუნდი[1]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო პოლიტოლოგია
მუშაობის ადგილი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი რურის უნივერსიტეტი ბოხუმში, კონსტანცის უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი

კლაუს ზეგბერსი (გერმ. Klaus Segbers; დ. 1954, დორტმუნდი, გერმანია) — გერმანელი პოლიტოლოგი და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის პროფესორი. იგი ასევე არის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან არსებული გლობალური პოლიტიკის ცენტრის („Center for Global Politics“) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი კვლევის საგანია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, ტრანსფორმაციები პოსტსაბჭოთა სივრცეში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია და გლობალიზაცია.

1974-1979 წლებში ზეგბერსი სწავლობდა ისტორიას, პოლიტოლოგიას და ფილოსოფიას რურის უნივერსიტეტსა და კონსტანცის უნივერსიტეტებში. 1987 წელს მან მოიპოვა PhD ხარისხი ბრემენის უნივერსიტეტისგან სადაც იგი იკვლევდა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს. 1990-1995 წლებში ზეგბერსი მუშაობდა გერმანიის ლიდერ ანალიტიკურ ინსტიტუტშიმეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი (SWP), ებენჰაუზენში, 1992 წელს კი პროფესორის წოდება საბჭოთა კავშირში სისტემური ცვლილებების შესახებ დაწერილი წიგნის წყალობით მიიღო. 1995 წელს ზეგბერსი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]