კლასიკი (სნუკერი)
იერსახე
კლასიკი — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.
შეიქმნა სახელწოდებით „Wilsons Classic“ 1980 წელს. სპონსორის ცვლილების გამო 1982 წელს სახელწოდება შეეცვალა „Lada Classic-ზე“. ორი წლის შემდეგ შევიდა რეიტინგული ტურნირების სიაში. 1984/85 წლების სეზონზე ტურნირის სპონსორი გახდა „Mercantile Credit“. ტურნირი იმართებოდა 1992 წლამდე.
ტურნირში ექვსჯერ გაიმარჯვა სტივ დევისმა, ორჯერ — ჯიმი უაიტმა.
მნიშვნელოვანი მოვლენები ტურნირზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982 წელს სტივ დევისმა ჯონ სპენსერთან მატჩში გააკეთა პირველი სატელევიზიო მაქსიმალური ბრეიკი. მისგან იწყება ყველა ოფიციალური მაქსიმალური ბრეიკის ათვლა.
- 1983 წელს ბილ ვერბენიუკი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რეიტინგული ტურნირის თავის ერთადერთ ფინალში გავიდა.
- 1984 წელს ფინალშჲ — სტივ დეივისი ტონი მეოს წინააღმდეგ — საქმე მივიდა გადამწყვეტ ფრეიმამდე, როცა ანგარიში იყო 8:8. ტონის გამარჯვებისთვის მხოლოდ რამდენიმე უკანასკნელი ფერადი ბურთულის ჩაგდება სჭირდებოდა, მაგრამ მისი დარტყმის მომენტში ვიღაცამ დაიყვირა: „წინ, ტონი!“. მან ააცილა. სტივმა აიღო ფრეიმი და მატჩი, მატჩისშემდგომი ინტერვიუს დროს მან მოითხოვა, გულშემატკივართათვის ალკოჰოლის მიღება აეკრძალათ.
- 1985 წელს უილი თორნმა დაამარცხა კლიფ თორბერნი და მოიგო პირველი რეიტინგული ტურნირი.
- 1986 წელს თავისი პირველი რეიტინგული გამარჯვება აღნიშნა ჯიმი უაიტმა.
- 1989 წელს 47 წლის ასაკში დუგ მაუნტჯოიმ მოიპოვა თავისი მეორე რეიტინგული ტიტული.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ჩემპიონი | ფინალისტი | ანგარიში | სეზონი |
|---|---|---|---|---|
| „Wilsons Classic“ (არარეიტინგული) | ||||
| 1980 | 4:3 | 1979/80 | ||
| 1981 | 4:1 | 1980/81 | ||
| „Lada Classic“ (არარეიტინგული) | ||||
| 1982 | 9:8 | 1981/82 | ||
| 1983 | 9:5 | 1982/83 | ||
| „Lada Classic“ (რეიტინგული) | ||||
| 1984 | 9:8 | 1983/84 | ||
| „Mercantile Credit Classic“ (რეიტინგული) | ||||
| 1985 | 13:8 | 1984/85 | ||
| 1986 | 13:12 | 1985/86 | ||
| 1987 | 13:12 | 1986/87 | ||
| 1988 | 13:11 | 1987/88 | ||
| 1989 | 13:11 | 1988/89 | ||
| 1990 | 10:6 | 1989/90 | ||
| 1991 | 10:4 | 1990/91 | ||
| 1992 | 9:8 | 1991/92 | ||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრის ტერნერის არქივი დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
| ||||||||||||||||||||