სუპერმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კლარკ კენტი)
სუპერმენი

პრომო სურათი, Superman #204 (ტომი 2, აპრილი, 2004), ჯიმი ლი და სკოტ უილიამსი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა 1938
ავტორ(ებ)ი ჯერი სიგელი და ჯო შუსტერი
დახასიათება
ალტერ ეგო

კალ-ელი (სახელი დაბადებისას)

ჟურნალისტი კლარკ კენტი
სრული სახელი კალ-ელი, დედამიწაზე შვილად აყვანის შემდეგ კლარკ კენტი
ფსევდონიმები სუპერბიჭი, ბოისკაუტი, კრიპტონის უკანასკნელი შვილი, სი-კეი
მოკავშირეები სამართლიანობის ლიგა

სუპერმენი (ინგლ. Superman) — DC კომიქსების გამოგონილი სუპერგმირი, შეიქმნა 1936 წელს, მეგობრების, ჯო შუსტერის და ჯერი სიგელის მიერ. სუპერმენის კომიქსებზე მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც ემონდ ჰამილტონი და ალფრედ ბესტერი არიან.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერმენის დებიუტი Action Comics #-ში1 (ივნისი 1938). გარეკანი ჯო შუსტერი.

1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენის პირველი კომიქსი.

სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირია. ის უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა კრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მშობლებმა ბავშვი კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მართა და ჯონათან კენტები. დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და მისი ვინაობაც გაასაიდუმლოეს, თქვეს, რომ ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს.

სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „S“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ კრიპტონის ქვას შეუძლია - ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებელია, ხოლო ადამიანზე მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს.

ძალები და შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრული ხელშეუხებლობა (თუ კრიპტონიტს არ ჩავთვლით), რენტგენის მზერა, ლაზერული (თერმული) ხედვა,სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხანს შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი,ზეადამიანური სისწრაფე.

მოწინააღმდეგეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები სუპერმენზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერმენის როლს ასრულებდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]