შინაარსზე გადასვლა

კლარა პიტერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლარა პიტერსი
დაიბადა 1587[1]
დაბადების ადგილი ანტვერპენი[2]
გარდაიცვალა 1657[1]
გარდაცვალების ადგილი ანტვერპენი[3]
ჟანრი ნატურმორტი[4]

კლარა პეტერსი (ნიდერლ. Clara Peeters, დ. სავარაუდოდ1587, ანტვერპენი — დაახლოვებით 1657, ჰააგა) — ფლამანდიელი ნატურმორტი მხატვარი, რომელიც მუშაობდა როგორც ესპანეთის ნიდერლანდებში, ასევე ჰოლანდიის რესპუბლიკაში.[5]

კლარა პიტერსი — ეპოქის ყველაზე ცნობილი ფლამანდიელი მხატვარი და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალ ხელოვანთაგანი, რომელიც პროფესიონალურად მუშაობს მე-17 საუკუნის ევროპაში, მიუხედავად ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და სამხატვრო გილდიაში წევრობის შეზღუდვისა.[6]

პიტერსის ბიოგრაფია ძალიან ნაკლებადა არის ცნობილი. თანამედროვე ხელოვნების ისტორიკოსები ზოგადად თანხმდებიან, რომ იგი დაიბადა ქალაქ ანტვერპენში, ბრაბანტის საჰერცოგოში, სამხრეთ ნიდერლანდებში (ახლანდელი ბელგია). ანტვერპენის არქივში აღმოჩნდა ინფორმაცია ჯინ (იან) პიტერსის ქალიშვილის, კლარა პიტერსის მონათვლის შესახებ, 1594 წლის 15 მაისს წმინდა ვალბურგის ეკლესიაში. თუმცა, ეს დათარიღება საეჭვოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ პიტერსის ხელმოწერილი და დათარიღებული პროფესიონალურად დახატული ნატურმორტების ნახევარზე მეტი შეიქმნა 18 წლის ასაკამდე, ზოგი კი 12 ან 13 წლის ასაკში. იმის გათვალისწინებით, რომ სახელი კლარა და განსაკუთრებით გვარი პიტერსი ძალიან იყო გავრცელებული ნიდერლანდებში იმ დროისთვის, ვარაუდობენ, რომ დოკუმენტები შეიძლება ეხებოდეს სხვა კლარას და რომ მხატვარი საგრძნობლად უფროსი უნდა იყოს.

ასევე დღემდე უცნობია, ვისი ხელმძღვანელობით სწავლობდა პიტერსი მხატვრობას. შემორჩენილ წყაროებში მოხსენიებულია მხოლოდ ორი თარიღი, რომლებიც აშკარად ასოცირდება მხატვარ კლარა პიტერსთან. მოხსენიებულია 1611 წელს ამსტერდამში და 1617 წელს ჰააგაში. ამრიგად, ცნობილი გახდა, რომ იგი ცხოვრობდა შესაბამის ქალაქებში. ბოლო შემორჩენილი ნამუშევარი, რომელსაც აქვს თავად პიტერსის და ხელმოწერა და თარიღდება 1621 წლით. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ის იმ წელს გარდაიცვალა, სხვები ვარაუდობენ, რომ იმ წელს დაქორწინდა და მხატვრობაზე უარი თქვეს, მესამენი კი ვარაუდობენ, რომ მან საკუთარ ხელში აიღო სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელობა და შეწყვიტა ერთობლივი ნამუშევრებზე ხელმოწერის გაკეთება. ზოგადად კი, მეცნიერულ ნაშრომებში ნაპოვნი პეტერსის გარდაცვალების თარიღები მერყეობს 1621-დან 1676 წლამდე.

ამ დროისთვის ცნობილია მხატვრის 31 ნამუშევარი, რომლებიც წარმოდგენილია საკუთარი ხელმოწერით: „CLARA PEETERS“ ან „CLARA P“ და ხშირად მითითებულია თარიღი. ყველა ეს ნამუშევარი თარიღდება 1607 წლიდან 1621 წლამდე. ამავდროულად, 70-ზე მეტი სხვა ნამუშევარი მიეკუთვნება პიტერსის შემოქმედებას, მაგრამ მისი ავტორობის მტკიცებულება ხშირად არასაკმარისია. მაშინ როცა მე-18 და მე-19 საუკუნეებში პიტერსის ნამუშევრები ხშირად მიეწერებოდა იმ დროის სხვა, უფრო ცნობილ მხატვრებს, მე-20 საუკუნეში გაჩნდა საპირისპირო ტენდენცია, რის შედეგადაც ზოგიერთი ნაშრომი, რომელიც თავდაპირველად კლარა პიტერსს მიეწერებოდა, მოგვიანებით ხელახლა მიაწერეს სხვა მხატვრების ნამუშევრებს, როგორიცაა პიტერ კლაესი.

მიუხედავად იმისა, რომ მე-17 საუკუნის ჰოლანდიური მხატვრობა ცნობილია თავისი ნატურმორტებით, პეტერსი, როგორც ჩანს, ამ ჟანრის ერთ-ერთი პიონერი იყო. ათამდე ნატურმორტი ყვავილებით და ხუთამდე ნატურმორტი პროდუქტით, ნიდერლანდების მხატვრობის მთელ ისტორიაში საიმედო წყაროებზე დაყრდნობით თარიღდება1608 წლამდე, როდესაც პიტერსმა შექმნა თავისი პირველი, დღემდე გადარჩენილი ნატურმორტი. მისი ნატურმორტი „თევზი და თამაში“ (1611), შექმნილი იყო მანამ, სანამ სხვა მხატვრები დაიწყებდნენ მსგავსი სიუჟეტების გამოყენებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მხატვრის მიერ მის ნატურმორტებში იგივე მოტივების მუდმივი გამოყენება სხვადასხვა კომბინაციებში, მიუთითებს იმაზე, რომ პიტერსს ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და ავალებდა თავის შეგირდებს შეექმნათ ნატურმორტები განმეორებითი მოტივებით.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერსის ბიოგრაფია ნაკლებად არის ცნობილი, ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ის წარმატებული და მოთხოვნადი მხატვარი იყო. ფართომასშტაბიანი ნატურმორტები, რომლებიც ასახავდა ეპოქის ფუფუნების ნივთებს, განკუთვნილი იყო მდიდარი კოლექციონერებისთვის და რადგანაც ძალიან მოთხოვნადი იყო, საჭიროებდა მათი ახლოს მსგავსი გამეორებების შექმნას. პიტერსის ოთხი ნამუშევარი, რომელიც ამჟამად მადრიდის პრადოს მუზეუმშია, ადრე ესპანეთის სამეფო კოლექციის ნაწილი იყო, მათგან ორი მაინც ჯერ კიდევ 1620-იან წლებში უკვე მუზეუმის საკუთრება იყო.

  • Brusati, Celeste (1990–1991). Stilled Lives: Self-Portraiture and Self-Reflection in Seventeenth-Century Netherlandish Still-Life Painting. Simiolus: Netherlands Quarterly for the History of Art. 20 (2/3): 168–182.
  • Chadwick, Whitney. Women, Art, and Society. New York, N.Y.: Thames and Hudson, 1990.
  • Decoteau, Pamela Higgs. Clara Peeters, 1594- ca 1640, Germany, Lingen: Luca Verlag, 1992.
  • Harris, Ann Sutherland, Linda Nochlin. Los Angeles County Museum of Art. Women Artists, 1550-1950. Los Angeles; New York: Los Angeles County Museum of Art; Distributed by Random House, 1976.
  • Hochstrasser, Julie Berger (2013). Статья: «Peeters, Clara» в: Gaze, Delia (ed.). Concise Dictionary of Women Artists. Routledge. ISBN 1-57958-335-0
  • Moran, Sarah Joan (2017). Clara Peteers: Aan Tafel! Amp; El Arte de Clara Peeters/The Art of Clara Peeters. Early Modern Women (Review). 11 (2): 166–172.
  • Museo del Prado, Catálogo de las pinturas, 1996, p. 279, Ministerio de Educación y Cultura, Madrid, ISBN 8487317537
  • Slive, Seymour (1995). Dutch Painting, 1600–1800. New Haven: Yale University Press. ISBN 0300074514
  • Van Der Stichelen, K., Westen, M., Elck zijn waerom: Vrouwelijke kunstenaars in België en Nederland, 1500-1950, Ludion Antwerpen 1999, blz. 141-143, ISBN 9055442712
  • Vlieghe, Hans (1998). Flemish Art and Architecture, 1585–1700. Pelican History of Art. New Haven: Yale University Press. ISBN 0300070381.
  • Willigen, Adriaan van der; Meijer, Fred G. (2003). A dictionary of Dutch and Flemish still-life painters working in oils: 1525-1725. Leiden: Primavera. pp. 158–159. ISBN 90-74310-85-0.