შინაარსზე გადასვლა

კლარა კამპოამორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამპოამორი 1930 წელს
დაბადების სახელი კლარა კამპოამორ როდრიგესი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1888
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1972
ლოზანა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელი
ალმა-მატერი მადრიდის უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ადვოკატი, მწერალი
აქტიური 1929-1972

კლარა კამპოამორ როდრიგესი (ესპ. Clara Campoamor Rodríguez; დ. 12 თებერვალი, 1888 ― გ. 30 აპრილი, 1972) ― ესპანელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და მწერალი. ესპანეთში ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ერთ-ერთი მოწინავე მებრძოლი. მიიჩნევა ესპანური ფემინისტური მოძრაობის დედად

1931 წელს კამპოამორი დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს, თუმცა ქალებს ხმის მიცემის უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. მოგვიანებით მან საპარლამენტო ადგილი დაკარგა და მცირე ხნით მთავრობის მინისტრად მსახურობდა, ხოლო ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა. კამპოამორი შვეიცარიაში დაიღუპა. მოგვიანებით ის პოლოეს სასაფლაოზე დაკრძალეს, სან-სებასტიანში, ესპანეთში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარა კამპოამორ როდრიგესი 1888 წლის 12 თებერვალს მადრიდში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. 13 წლის ასაკში მკერავად დაიწყო მუშაობა, თუმცა პარალელურად სწავლას აგრძელებდა და საბოლოოდ იურიდიულ სკოლაში ჩაბარება შეძლო.[2][3] მუშაობდა რამდენიმე საჯარო თანამდებობაზე: თავდაპირველად სან-სებასტიანის საფოსტო განყოფილებაში, მოგვიანებით ბეჭდვის მასწავლებლად მადრიდში.[3] მასწავლებლობასთან ერთად, კამპოამორს მადრიდში მეორე სამსახურიც ჰქონდა და გაზეთ La Tribuna-ის ჟურნალისტად მუშაობდა, სადაც იმ დროის გავლენიან ფემინისტ მოღვაწეებს დაუახლოვდა, როგორებიც იყვნენ: კარმენ დე ბურგოსი და ევა ნელკენი. კამპოამორი სხვადასხვა ფემინისტურ ასოციაციას შეუერთდა, მათთან თანამშრომლობდა[4] და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით წერდა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pérez, Janet; Ihrie, Maureen (2002) The Feminist Encyclopedia of Spanish Literature: A-M (en). Greenwood Press. ISBN 9780313324444. 
  2. Rappaport, Helen (2001). Encyclopedia of Women Social Reformers. ABC-CLIO, გვ. 129–130. ISBN 1-57607-101-4. 
  3. 3.0 3.1 3.2 (2002) The Feminist Encyclopedia of Spanish Literature. Greenwood Publishing Group, გვ. 94–98. ISBN 0-313-32444-1. 
  4. de Medici, Abel. clara campoamor: una vida de lucha por los derechos de la mujer (12 February 2020).