კლადონია
კლადონია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cladonia | ||||||||||||
|
კლადონია (ლათ. Cladonia) — მღიერების გვარი. აქვთ ორგვარი თალუსი: პირველადი — ჰორიზონტალური, ქაფისებრი ან ქერქლისებრი. მეორეული — ვერტიკალური, აღმოცენდება ხოლმე პირბელადისაგან, სადგისებრი, რქისებრი ან დაბუჩქული გამონაზარდების — პოდეციუმების სახით. ცნობილია 300-მდე სახეობა. სახლობენ ძირითადად ნიადაგზე, ტყეში (მეტწილად ფიჭვნარში), ტუნდრასა და ჭაობში. ზოგი სახეობა ჩრდილოეთი ირმის საკვებია, ზოგი უსნინის მჟავას შეიცავს და სამკურნალოა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 541.