კლადი

კლადი[1] (ბერძ. κλάδος (კლადოს) შტო), აგრეთვე ცნობილი როგორც მონოფილეტური ჯგუფი ან ბუნებრივი ჯგუფი[2] — ორგანიზმთა ჯგუფი, რომელიც შედგება საერთო წინაპრისა და მისი ყველა პირდაპირი შთამომავლისგან.[3] კლადები წარმოადგენენ კლადისტიკის ფუნდამენტურ ქვაკუთხედს. კლადისტიკა არის ტაქსონომიის თანამედროვე მიდგომა, რომელიც აღიარებულია ბიოლოგიის უმეტესი დარგის მიერ.
ტერმინი „კლადი“ 1957 წელს ბიოლოგმა ჯულიან ჰაქსლიმ შემოიღო.[4][5] ტერმინი კლადი მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება ბიოლოგიის გარდა სხვა სფეროებშიც, მაგალითად, ისტორიულ ლინგვისტიკაში.
საერთო წინაპრად შეიძლება გვევლინებოდეს ინდივიდუალური ორგანიზმი, პოპულაცია, ან სახეობა, მიუხედავად იმისა, გადაშენებულია თუ დღემდე არსებობს. კლადები ერთი მეორეში არიან მოთავსებული, რადგან თითოეული განშტოება, თავის მხრივ, იყოფა უფრო პატარა განშტოებებად. ეს დაყოფები ევოლუციურ ისტორიას ასახავს, რადგან პოპულაციები განცალკევდნენ და დამოუკიდებლად იწყეს განვითარება. კლადებს მონოფილეტურ ჯგუფებს უწოდებენ.
გასული ათწლეულის განმავლობაში, კლადისტიკამ რევოლუცია მოახდინა ბიოლოგიურ კლასიფიკაციაში, რამაც ორგანიზმებს შორის გასაოცარი ევოლუციური კავშირები გამოავლინა.[6] ტაქსონომისტები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თავი აარიდონ იმ ტაქსონების დასახელებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კლადებს; ანუ იმ ტაქსონებს, რომლებიც არ არიან მონოფილეტურები.
კლადისტიკის მოლეკულურ-ბიოლოგიურმა დარგმა ორგანიზმებს შორის ისეთი კავშირები გამოავლინა რომელთა მიხედვითაც, სოკოები ცხოველებთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე მცენარეებთან; არქეები დღეისთვის ბაქტერიებისგან განცალკევებულად ითვლება; და მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, შესაძლოა, არქეებისგან განვითარდნენ.[7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Harmon, Luke J. 11.2: Clade Age and Diversity. Biology LibreTexts: Evolutionary Developmental Biology. University of California Davis (3 January 2021). ციტირების თარიღი: 7 July 2021
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლადი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clade. ბიოლოგიური ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი, 2025. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2025
- ↑ Martin, Elizabeth; Hin, Robert (2008) A Dictionary of Biology. Oxford University Press.
- ↑ (2004) „Introduction“, Assembling the Tree of Life. Oxford University Press, გვ. 1. ISBN 978-0-19-972960-9.
- ↑ Dupuis, Claude (1984). „Willi Hennig's impact on taxonomic thought“. Annual Review of Ecology and Systematics. 15: 1–24. doi:10.1146/annurev.es.15.110184.000245.
- ↑ Huxley, J. S. (1957). „The three types of evolutionary process“. Nature. 180 (4584): 454–455. Bibcode:1957Natur.180..454H. doi:10.1038/180454a0. S2CID 4174182.
- ↑ Palmer, Douglas (2009). Evolution: The Story of Life. Berkeley: University of California Press, გვ. 13.
- ↑ Pace, Norman R. (2006-05-18). „Time for a change“. Nature. 441 (7091): 289. Bibcode:2006Natur.441..289P. doi:10.1038/441289a. ISSN 1476-4687. PMID 16710401. S2CID 4431143.