კიტ ჰარინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კიტ ჰარინგტონი
Kit Harington SDCC 2013 (cropped).jpg
ჰარინგტონი 2013 წელს, Comic-Con-ის ფესტივალზე
მშობ. სახელი Kit Harington
დაბ. სახელი კრისტოფერ ქეითსბი ჰარინგტონი
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1986 (1986-12-26) (32 წლის)
აქტონი, ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი მეტყველებისა და დრამის სამეფო ცენტრალური სკოლა
ლონდონის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 2008 წლიდან დღემდე
მეუღლე(ები) როუზ ლესლი (იქ. 2018)

კრისტოფერ ქეითსბი „კიტ“ ჰარინგტონი (ინგლ. Christopher Catesby „Kit“ Harington; დ. 26 დეკემბერი 1986, აქტონი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი და პროდიუსერი. ჰაირინგტონი დაიბადა აქტონში, დიდ ლონდონში, ხოლო თავისი კარიერა თეატრში დაიწყო. მისი პირველი როლი იყო ეროვნული თეატრის ადაპტაციაში „საბრძოლო ცხენი“. მისი სადებიუტო ფილმი 2012 წლის საილენტ ჰილი 2 გახდა. მას შემდეგ, ჰარინგტონი რამდენიმე მხატვრული ფილმში გამოჩნდა, როგორიცაა ისტორიული ფილმი „პომპეი“ (2014), კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი „როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2“ (2014) და ბრიტანული დრამატული ფილმი „ახალგაზრდების ანდერძი“ (2014).

2011 წლიდან, ჰარინგტონი ასრულებს ჯონ სნოუს როლს HBO-ის ცნობილ სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში“, რომელმაც გაიყვანა იგი 2016 Primetime Emmy Award-ის ნომინაციაში. 2017 წელს, ჰარინგტონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი სატელევიზიო სფეროში და მიიღო სატახტოთა თამაშის თითო ეპიზოდისთვის 2 მილიონი სტერლინგი.

ადრეული წლები და წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კით ჰარინგტონის წინაპრების, ჰარინგტონთა ბარონეტის გერბი

ჰარინგტონი დაიბადა 1986 წლის 26 დეკემბერს აქტონში, ლონდონში,[1][2] ყოფილი დრამატურგის, დებორა ჯეინისა (ქეითსბი) და მე-15 ბარონეტისა და ბიზნესმენის, სერ დევიდ ჰარინგტონის ოჯახში.[3][4] მისი სრული სახელია კრისტოფერ ქეითსბი ჰარინგტონი.[5] დედამისმა მას სახელი კრისტოფერ მარლოუს საპატივცემოთ დაარქვა, სადაც თვით სახელი ჰარინგტონმა „კიტ“-ად შეკვეცა,[6] როგორც მას ურჩევნია.[7] ჰარინგტონის ბიძა სერ ნიკოლას ჯონ ჰარინგტონი იყო,[8] რომელიც მე-14 ბარონეტია[9] და მისი პატრილინელი დიდი პაპა კი სერ რიჩარდ ჰარინგტონი იყო, რომელიც მე-12 ბარონეტია. ჰარინგტონები — უძველესი ოჯახია, რომლებმაც ერთხელ თავიანთი გვარი ჩაწერეს ჰავერინგტონებად, რომელიც მათი სამფლობელოდან მომდინარეობს, კუმბერლენდის საგრაფოდან. პირველად ეს გვარი გამოიყენა რობერტ დე ჰავერინგტონმა, უსოლფის ან უსვოლფის ვაჟი, რომლის მამულიც ფლემინგბში მდებარეობდა.[10] მამამისის მხრიდან ბებიამისის, ლავინდერ სესილია დენის მხრივ, ჰარინგტონის მერვე თაობის პაპა ინგლისის მეფე ჩარლზ II იყო.[11] ასევე, მამამისის მხრიდან, ჰარინგტონი შოტლანდიელი პოლიტიკოსის, ჰენრი დანდასის ნათესავია, რომელიც პირველი ვიკონტ მელვილი იყო.

კიტი ნათესაობით დაკავშირებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დენთის შეთქმულების ორივე მხარეს. იგი ადასტურებს ოჯახურ კავშირს დედის მხრიდან შეთქმულების ლიდერთან, რობერტ ქეითსბისთან, ხოლო მამამისის მხრივ დაკავშირებულია მკვლელობის მცდელობის სამიზნე ჯეიმზ I-თან (ჩარლზ II-ის დიდი პაპა) და ლორდ ჰარინგტონთან, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც ქეითსბი და მისი მომხრეები ცდილობდნენ შენობის აფეთქებას.[12][13]

1992-1998 წლებში, ჰარინგტონი საუთფილდის დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო. 11 წლის ასაკში, მისი ოჯახი საცხოვრებლად ვუსტერშირში გადავიდა,[14][15] სადაც კიტმა 2003 წლამდე სწავლა მარტლის ჩანტრის უმაღლეს სკოლაში გააგრძელა.[16] მსახიობობით კიტი 14 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც ნახა ფილმი „გოდოს მოლოდინში,[17] ასევე მონაწილეობა მიიღო სკოლის რამდენიმე სპექტაკლში.[16]

იგი ესწრებოდა ვუსტერის მეექვსე ფორმის კოლეჯს, სადაც სწავლობდა დრამასა და თეატრს (2003-05). 17 წლის ასაკში, 2004 წელს იგი სპექტაკლზე ბენ უიშოუს მიერ ჰამლეტის როლის განსახიერებით შთაგონებული, დრამის სკოლაში დასწრება გადაწყვიტა.[14][18] ჰარინგტონი ლონდონში 18 წლისას დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ მეტყველებისა და დრამის ცენტრალურ სკოლაში სწავლა დაიწყო, რომელიც 2008 წელს დაამთავრა.[19][20]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2010: ადრეული წლები თეატრში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობობამდე ჰარინგტონს თავდაპირველად ჟურნალისტობა სურდა.[21] თუმცა, ჯერ კიდევ დრამატულ სკოლაში სწავლის დროს, მან განასახიერა ალბერტის როლი ეროვნული თეატრის სპექტაკლში „საბრძოლო ცხენი“.[5][21][22] სპექტაკლმა ოლივიეს ორი ჯილდო მოიგო და ჰარინგტონმა დიდი აღიარება მოიპოვა. მოგვიანებით იგი მეორე სპექტაკლში, პოშში ითამაშა, შავი კომედია ასაკოვან კაცზე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს.[5]

2011-დღემდე: აღიარება სატახტოთა თამაშით და სხვა როლებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარინგტონი 2011 წლის სან-დიეგოს Comic Con ფესტივალზე

საბრძოლო ცხენის შემდეგ, ჰარინგტონის პირველი სატელევიზიო როლი გახდა ჯონ სნოუს როლი სერიალში სატახტოთა თამაში. სერიალის დებიუტი 2011 წელს შედგა და დიდი კრიტიკული აღიარების შემდეგ, სამაუწყებლო არხმა სერიალის მეორე სეზონის გადაღებას შეუდგა.[23][24] სცენები ჰარინგტონის მონაწილეობით, დიდწილად გადაღებულია ისლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.[25] სერიალის უკვე მეშვიდე სეზონია გადაღებული,[26] რომლის პრემიერა 2017 წლის 16 ივლისს შედგა[27] და 2019 წელს მერვე სეზონი გამოვა.[28] სატახტოთა თამაში მიმდინარეობს ვესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტზე და ყვება წარჩინებულ ოჯახებს შორის მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, სადაც ისინი იბრძვიან შვიდი სამეფოს რკინის ტახტის ფლობისთვის.[29] ჯონ სნოუ გვევლინება, როგორც ნედ სტარკის უკანონო შვილი (ბასტარდი), რომელიც ვინტერფელის ლორდია, რომელიც ვესტეროსის ჩრდილოეთით მდებარე უძველესი ციხესიმაგრეა.[30]

ჰარინგტონი ჯილდო მიიღო მისი როლისთვის. 2012 წელს, ჰარინგტონი ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე, როგორც საუკეთესო დამხმარე მსახიობი სატელევიზიო როლში.[31] 2016 წელს, ჰარინგტონი ნომინირებული იყო დრამის ჟანრის „დამხმარე მსახიობის პრაიმტაიმ ემის ჯილდოზე“.[32] 2017 წელს, ჰარინგტონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ტელევიზიაზე, როდესაც სერიალ სატახტოთა თამაშის ერთი ეპიზოდისთვის, ანაზღაურების სახით 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.[33][34]

ჰარინგტონის კინემატოგრაფიული დებიუტი 2012 წელს შედგა, ვინსენტის როლით ფილმში საილენტ ჰილი 2. საშინელებათა ფილმი ეფუძნებოდა Survival horror-ის ჟანრის ვიდეოთამაშს საილენტ ჰილი 3-ს, რომელიც საილენტ ჰილის სიქველის გაგრძელებაა.[35] 2013 წელს, მას მიენიჭა წლის მსახიობის წოდება „ახალგაზრდა ჰოლივუდის პრემიაზე“, სადაც კინოს, მუსიკისა და ტელევიზიის საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდებს აჯილდოვებენ.[36]

ჰარინგტონი სატახტოთა თამაშის მესამე სეზონის პრემიერაზე, 2013 წელს.

ჰარინგტონის პირველი მთავარი როლი ფილმ პომპეიში, მილოს როლი გახდა. ფილმის გადაღებები 2013 წელს დაიწყო და ტორონტოში, კანადაში მიმდინარეობდა. ფილმის ზოგიერთი სცენები ასევე თვით ქალაქ პომპეიც გადაიღეს.[37] ფილმმა მოკრძალებული სალარო წარმატება მოიპოვა და კრიტიკოსებისგან შერეული შეხედულებები მიიღო. იმავე წელს, ჰარინგტონი ასევე გააჟღერა ერეტი ანიმაციურ ფილმში „როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2“,[38] რომელიც კრიტიკოსების მოწონება და სალარო წარმატება მოიპოვა,[39] აგრეთვე მოიგო ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო ანიმაციური მხატვრული ფილმის ჟანრში და მიიღო ოსკარის ჯილდო.[40][41]

2014 წელს, ჰარინგტონი ასევე გამოჩნდა ჯეფ ბრიჯესთან ერთად ფილმში „მეშვიდე ვაჟი“, რომელიც ფენტეზი-სათავგადასავლო ჟანრისაა.[42][43] ჰარინგტონმა ბილი ბრედლის როლი შეასრულა, რომელიც ჯეფ ბრიჯესის პირველი სტაჟიორია და რომელიც ჯულიანა მურის მიერ განსახირებულმა პერსონაჟმა ფილმის დასაწყისში მოკლა. ბენ ბარნსი, ალისია ვიკანდერი და ემილი უოტსონი ასევე ასრულებენ ფილმში მთავარ როლს.[44] ფილმის პირველი ჩვენება გაერთიანებულ სამეფოში, 2015 წლის 16 იანვარს შედგა, ხოლო მსოფლიო პრემიერა ლონდონის მერის მხარდაჭერით „Centrepiece Gala“-ზე, 2014 წლის ოქტომბერს, ლონდონის კინოფესტივალზე შედგა.[45][46]

2014 წლის დეკემბერში, ჰარინგტონი მთავარი როლი შეასრულა ქსავიერ დოლანის ფილმში „ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება“, ჯესიკა ჩესტეინთან, კეთი ბეიტსთან, ტენდი ნიუტონთან და სუზან სარანდონთან ერთად.[47] 2015 წელს, ჰარინგტონი გადაიღეს HBO-ის კომედიური ჟანრის მოკლემეტრაჟიან ფილმში „7 დღე ჯოჯოხეთში“, რომელიც ყვება ჩოგბურთის შვიდდღიანი მატჩის შესახებ.[48]

2015 წლის ივნისში დადასტურდა, რომ ჰარინგტონი ითამაშებს მარტინ კულჰოვერის ვესტერნის ჟანრის ფილმში „ბრიმსტონი“, რობერტ პატინსონის ნაცვლად.[49] 2016 წელს, ჰარინგტონი ვიდეოთამაშში „Call of Duty: Infinite Warfare“ მთავარი ბოროტმოქმედის როლი შეასრულა.[50] 2016 წელს, ჰარინგტონი Infiniti Q60-ის სპორტული კუპეს რეკლამაში, ხოლო 2017 წელს, სუნამოების მწარმოებელი კამპანიის, დოლჩე და გაბანას რეკლამაში გამოჩნდა.[51]

2017 წლის 19 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარინგტონი დაწერდა, ითამაშებდა და პროდიუსერობას გაუწევდა BBC-ის სამნაწილიან ისტორიულ დრამას, რომელიც დაფუძნებულია „დენთის შეთქმულების“ რეალურ ისტორიაზე. ჰარინგტონი თავისი წინაპრის რობერტ ქეითსბის როლს, მარკ გატისთან, ლივ ტაილერთან და პიტერ მალანთან ერთად.[52]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს, ჰარინგტონმა ურთიერთობა დაიწყო სერიალ სატახტოთა თამაშის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, როუზ ლესლისთან. წყვილმა, თავიანთი ნიშნობის შესახებ 2017 წელს სექტემბერში, „The Times“-ის მეშვეობით გამოაცხადეს.[53] 2018 წლის 23 ივნისს კი, შოტლანდიაში დაქორწინდნენ.[54]

2016 წლის 12 სექტემბერს, ჰარინგტონი გამოჩნდა გაეროს ლტოლვილთა სააგენტო UNHCR-ის ვიდეოში, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალურ ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, სადაც ასევე მონაწილეობდნენ კეიტ ბლანშეტი, ჩივეტელ ეჯიოფორი, პიტერ კაპალდი, დუგლას ბუტი, ნილ გეიმანი, კირა ნაიტლი, ჯულიეტ სტივენსონი, ჯესი აიზენბერგი და სტენლი ტუჩი.[55] ვიდეო, სახელწოდებით „რა წამოიღეს ისინი თან“, სადაც მსახიობები კითხულობენ ლექსებს, რომელიც ჯენიფერ ტოქსვიგის მიერ დაწერილია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის #WithRefugees კამპანიის ნაწილია, რომელიც ასევე მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს, რომ უზრუნველყონ ლტოლვილები თავშესაფრით, სამუშაო ადგილებით და განათლებით.[56]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი წელი როლი რეჟისორი შენიშვნა სქ.
საილენტ ჰილი 2 2012 ვინსენტ სმიტი მაიკლ ჯ. ბაზეტი [35]
პომპეი 2014 მილო პოლ ვ. ს. სნდერსონი [37]
როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 2 ერეტი დინ დებლოისი გახმოვანება [38]
ახალგაზრდების ანდერძი როლანდ ლეიტონი ჯეიმზ კენტი [44]
მეშვიდე ვაჟი ბილი ბრედლი სერგეი ბოდროვი [42]
მოჩვენებები: უდიდესი სიკეთე 2015 უილ ჰოლოვეი ბარატ ნალური [57]
ბრიმსტონი 2016 სამუელი მარტინ კულჰოვენი [49]
ჯონ ფ. დონოვანის სიკვდილი და ცხოვრება 2018 (დაგეგმილია) ჯონ ფ. დონოვანი ქსავიერ დოლანი პოსტ-წარმოების ეტაპი [58]
როგორ მოვარჯულოთ შენი დრაკონი 3 2019 (დაგეგმილია) ერეტი დინ დებლოისი გახმოვანება

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი წელი როლი არხი შენიშვნა სქ.
სატახტოთა თამაში 2011–დღემდე ჯონ სნოუ HBO მთავარი როლი [59]
7 დღე ჯოჯოხეთში 2015 ჩარლზ პული სატელევიზიო ფილმი [48]
დენთის შეთქმულება 2017 რობერტ ქეითსბი BBC One 3 სერია; ასევე მწარმოებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი [60]

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში წელი როლი სქ.
სატახტოთა თამაში 2015 ჯონ სნოუ [61]
Call of Duty: Infinite Warfare 2016 სალენ კონტჩი [62]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპექტაკლი წელი როლი შენიშვნა სქ.
საბრძოლო ცხენი 2008–2009 ალბერტ ნარაკოტი სამეფო ეროვნული თეატრი და ახალი ლონდონის თეატრი [63][64]
პოში 2010 ედ მონთგომერი სამეფო სასამართლო თეატრი [5][65]
ხმის მიცემა 2015 კოლინ ჰენდერსონი დონმარ ვარჰაუსი [65]
ექიმი ფაუსტუსი 2016 ფაუსტუსი იორკის ჰერცოგის თეატრი [66]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია ნამუშევარი შედეგი სქ.
2011 Scream საუკეთესო ანსამბლი (მთელ ჯგუფთან ერთად) სატახტოთა თამაში ნომინირებული [67]
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) ნომინირებული [68]
IGN პრემია საუკეთესო სატელევიზიო გმირი ნომინირებული [69]
IGN ხალხის არჩევანის პრემია საუკეთესო სატელევიზიო გმირი ნომინირებული [69]
სატურნის ჯილდო სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის ნომინირებული [70]
2012 ოქროს ნიმფის ჯილდო გამოჩენილი მსახიობი დრამის ჟანრის სერიალში ნომინირებული [71]
2013 ახალგაზრდა ჰოლივუდთა ჯილდო წლის მსახიობი მოგებული [72]
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) სატახტოთა თამაში ნომინირებული [73]
2014 კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) ნომინირებული [74]
2015 იმპერია იმპერიის გმირის ჯილდო (მთელ ჯგუფთან ერთად) მოგებული [75]
სატურნის ჯილდო სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის ნომინირებული [76]
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) ნომინირებული [77]
2016 ოქროს დერბის ჯილდოები საუკეთესო დრამის მხარდამჭერი მსახიობი მოგებული [78]
68-ე პრაიმტაიმის ემის ჯილდო გამოჩენილი დამხმარე მსახიობი დრამის სერიალში ნომინირებული [79]
მე-7 კრიტიკოსთა არჩევანის სატელევიზიო ჯილდოები საუკეთესო მხარდამჭერი მსახიობი დრამის სერიალში ნომინირებული [80]
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) ნომინირებული [81]
სატურნის ჯილდო სატურნის ჯილდო ტელევიზიაზე საუკეთესო დამხმარე მსახიობისთვის ნომინირებული [82]
2017 გიფონის კინოფესტივალი გიფონის გამოცდილების ჯილდო მოგებული [83][84]
კინომსახიობთა გილდიის ჯილდო დრამის ჟანრის სერიალში ანსამბლის გამოჩენილი შესრულება (მთელ ჯგუფთან ერთად) სატახტოთა თამაში ნომინირებული

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kit Harrington. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 April 2016. წაკითხვის თარიღი: 24 June 2015.
  2. Sophie Heawood. “Meet Kit Harington: Game of Thrones hunk and Hollywood's hottest new player“, London Evening Standard, 1 May 2014. 
  3. Ed Cumming. “Kit Harington: ‘The acting never feels like work’“, The Observer, 3 May 2015. 
  4. Cindy Pearlman. “Jon Snow knows the right moves – sometimes“, Chicago Sun-Times, 20 March 2014. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Kit Harington. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 March 2014. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  6. Lenny Ann Low. “Game of Throne's Kit Harington: Man for all seasons“, The Sydney Morning Herald, 22 March 2014. 
  7. Emma Brown. The HBO Heartthrob: Kit Harington. Interview.
  8. Person Page 43217: Christopher Harington. thepeerage.com (2014). წაკითხვის თარიღი: 14 July 2014.
  9. Nicholas John Harington. Geneall.net. წაკითხვის თარიღი: 5 June 2013.
  10. Featured article about Kit Harington on TheGenealogist. წაკითხვის თარიღი: 27 October 2017.
  11. Lavender Cecilia Denny. Geneall.net. წაკითხვის თარიღი: 5 June 2013.
  12. Kit Harington reveals family connection to the 'Gunpowder Plot'“, BBC, 20 October 2017. 
  13. Kit Harington plays his ancestor in BBC's New Epic Drama, Gunpowder. The Genealogist (26 October 2017).
  14. 14.0 14.1 Alex Bilmes. “Mr Kit Harington“, Mr Porter, 6 May 2015. 
  15. Nerdist Podcast Episode 482: Kit Harington. Nerdist (28 February 2014). წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  16. 16.0 16.1 James Connell. (7 April 2014) Game of Thrones star says Worcester will always be home. Worcester News.
  17. Nojan Aminosharei. (1 April 2013) Q&A: Kit Harington. Details.
  18. Ruben V. Nepales. (7 February 2014) 'Thrones' star bulked up, then slimmed down for film role. Philippine Daily Inquirer.
  19. Kit Harington. Royal National Theatre (August 2008). წაკითხვის თარიღი: 14 July 2014.
  20. Tara Abell. (30 March 2012) Game of Thrones Star Kit Harington Loves Iceland, Fears Flying. The Daily Traveller.
  21. 21.0 21.1 კიტ ჰარინგტონის ბიოგრაფია. TV Guide. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  22. Kit Harington – Biography. Internet Movie Database (2014). წაკითხვის თარიღი: 14 July 2014.
  23. HBO Re-commissions 'Game of Thrones'. IFTN (19 April 2011).
  24. Low, Lenny Ann. “Game of Throne's Kit Harington: Man for all seasons“, 22 March 2014. 
  25. Exclusive interview with Kit Harington. myfanbase.de (2013). წაკითხვის თარიღი: 14 July 2014.
  26. Hibberd, James. (July 18, 2016) Game of Thrones: HBO announces summer return, 7 episodes. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: May 13, 2017.
  27. Roots, Kimberly. (March 9, 2017) Game of Thrones Season 7 Premiere Date (Finally) Set at HBO. TVLine. წაკითხვის თარიღი: May 13, 2017.
  28. Game of Thrones to end after season eight in 2018. BBC News (July 30, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - August 3, 2016. წაკითხვის თარიღი: May 13, 2017.
  29. Fowler, Matt. (April 8, 2011) Game of Thrones: "Winter is Coming" Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 16, 2017.
  30. Gilbert, Matthew. “Fantasy comes true with HBO's Game of Thrones“, Boston Globe, April 15, 2011. წაკითხვის თარიღი: May 16, 2017. 
  31. Goldberg, Matt. (29 February 2012) Saturn Award Nominations Announced; HUGO and HARRY POTTER Lead with 10 Nominations Each. Collider. წაკითხვის თარიღი: 5 March 2017.
  32. Rice, Lynette. (July 14, 2016) Emmy nominations 2016: See the full list. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: June 7, 2017.
  33. Parker, Mike. (April 25, 2017) Game Of Thrones season 7: Stars set to earn £2 Million per episode. Daily Express. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 25, 2017. წაკითხვის თარიღი: April 25, 2017.
  34. Hooton, Christopher. (April 25, 2017) Game of Thrones season 7: Actors 'set to earn £2million per episode', making them highest-paid ever. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 25, 2017. წაკითხვის თარიღი: April 25, 2017.
  35. 35.0 35.1 McNary, Dave. “Clemens, Harington join 'Silent Hill'“, 7 March 2011. წაკითხვის თარიღი: 8 March 2011. 
  36. 'Game of Thrones' Kit Harington (Jon Snow): My big break. OnTheRedCarpet.com (2 August 2013). წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  37. 37.0 37.1 DeMara, Bruce. “Paul W.S. Anderson to shoot Pompeii in Toronto“, Toronto Star, 19 February 2013. წაკითხვის თარიღი: 7 December 2013. 
  38. 38.0 38.1 Harmanian, Harout. (20 June 2012) 'How to Train Your Dragon 2' Gets Kit Harington. MovieWeb. წაკითხვის თარიღი: 13 July 2014.
  39. Box Office: 'How To Train Your Dragon 2' Crosses $500M Following China Debut. Forbes (15 August 2014). წაკითხვის თარიღი: 15 January 2015.
  40. Golden Globes: 'How to Train Your Dragon 2' Wins Best Animated Feature Film. The Hollywood Reporter (11 January 2015). წაკითხვის თარიღი: 15 January 2015.
  41. 'Birdman,' 'Budapest' lead Oscar nominations. USA Today (15 January 2015). წაკითხვის თარიღი: 15 January 2015.
  42. 42.0 42.1 Seventh Son. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 7 February 2015.
  43. http://www.imdb.com/title/tt1121096/
  44. 44.0 44.1 Kit, Borys. “'Game of Thrones' Star Kit Harington to Headline 'Testament of Youth'“, 4 February 2014. წაკითხვის თარიღი: 16 March 2014. 
  45. Edward Davis. Indiewire: Watch: First Trailer For 'Testament Of Youth'. წაკითხვის თარიღი: 1 August 2014.
  46. Clare Stewart. British Film Institute: Testament of Youth. წაკითხვის თარიღი: 3 September 2014.
  47. 'Game of Thrones' Star Joins Jessica Chastain in Xavier Dolan Celebrity Satire. Deadline.com (4 December 2014).
  48. 48.0 48.1 7 Days in Hell: HBO's tennis mockumentary is a grand slam. The Guardian (2015). წაკითხვის თარიღი: 13 July 2015.
  49. 49.0 49.1 Szalai, Georg; Roxborough, Scott. (24 June 2015) 'Game of Thrones' Star Kit Harington Joins Thriller 'Brimstone'. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 5 March 2017.
  50. See Kit Harington Transform into Call of Duty's Newest Villain“, Time, 23 June 2016. 
  51. Emilia Clarke and Kit Harington From ‘Game of Thrones’ Front New Dolce & Gabbana Campaign
  52. Tartaglione, Nancy. (19 February 2017) 'Gunpowder': Kit Harington, Mark Gatiss, Liv Tyler & Peter Mullan Light Up BBC Drama. Deadline. წაკითხვის თარიღი: 19 February 2017.
  53. Low, Valentine. “Game of Thrones stars Kit Harington and Rose Leslie to marry“, The Times, 2017-09-27. 
  54. Game of Thrones stars hold castle wedding (23 June 2018).
  55. Cate Blanchett video highlights what refugees take when they flee en-US. წაკითხვის თარიღი: 14 September 2016
  56. What They Took With Them - #WithRefugees en-US (7 September 2016). წაკითხვის თარიღი: 14 September 2016
  57. Kemp, Stuart. (7 November 2013) AFM: Kit Harington, Jennifer Ehle Sign on for 'Spooks'. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 17 September 2016.
  58. Yamato, Jen. (4 December 2014) 'Game of Thrones' Star Joins Jessica Chastain in Xavier Dolan Celebrity Satire. Deadline.com. წაკითხვის თარიღი: 17 September 2016.
  59. Game of Thrones: Cast. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 September 2016. წაკითხვის თარიღი: 17 September 2016.
  60. BBC One orders Gunpowder from Kudos. BBC. წაკითხვის თარიღი: 19 February 2017.
  61. [Exclusive Meet The Exiled Son of Game of Thrones' House Forrester]
  62. Matulef, Jeffery. (10 June 2016) Jon Snow actor Kit Harington will play Call of Duty: Infinite Warfare's villain. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 17 September 2016.
  63. Theatre Interview with Kit Harington – The 22-Year-Old Stars in War Horse at the New London Theatre. The London Paper (2 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 January 2010. წაკითხვის თარიღი: 20 January 2010.
  64. Kit Harington. London Theatre Database. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 December 2010. წაკითხვის თარიღი: 20 January 2010.
  65. 65.0 65.1 Game of Thrones's Kit Harington looking for another stage role?. What's on Stage (18 June 2015). წაკითხვის თარიღი: 14 July 2015.
  66. Doctor Faustus. Best of Theatre. წაკითხვის თარიღი: 29 February 2016.
  67. 2011 SCREAM Awards: Best Ensemble. Spike. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 April 2012. წაკითხვის თარიღი: 30 June 2016.
  68. The 18th Annual Screen Actors Guild Awards. Screen Actors Guild Award. Screen Actors Guild (29 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 19 June 2012. წაკითხვის თარიღი: 7 June 2012.
  69. 69.0 69.1 Best Television Hero 2011. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 March 2012. წაკითხვის თარიღი: 30 June 2016.
  70. Nominations for the 38th Annual Saturn Awards. Academy of Science Fiction, Fantasy & Horror Films (29 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 September 2007. წაკითხვის თარიღი: 29 February 2012.
  71. Nominees/Competition 2012. Golden Nymph Awards (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 September 2012. წაკითხვის თარიღი: 30 June 2016.
  72. Carbone, Gina. (1 August 2013) 2013 Young Hollywood Awards: Check Out Early Winners. Wetpaint. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 September 2013. წაკითხვის თარიღი: 30 June 2016.
  73. SAG Awards Nominations: ‘12 Years A Slave’ And ‘Breaking Bad’ Lead Way“, Deadline.com, 11 December 2013. წაკითხვის თარიღი: 11 December 2013. 
  74. Hipes, Patrick. “SAG Awards Nominations: 'Birdman' & 'Boyhood' Lead Film Side, HBO & 'Modern Family' Rule TV – Full List“, Deadline.com, 10 December 2014. წაკითხვის თარიღი: 26 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 January 2015. 
  75. Empire Hero Award. Empire (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 July 2015. წაკითხვის თარიღი: 1 April 2015.
  76. Bryant, Jacob. (24 February 2016) Star Wars, Mad Max, Walking Dead Lead Saturn Awards Nominations. Variety. წაკითხვის თარიღი: 24 February 2016.
  77. Home – Screen Actors Guild Awards.
  78. Montgomery, Daniel. (7 September 2016) Gold Derby TV Awards 2016: 'People v. O.J. Simpson' leads winners, 'Game of Thrones' & 'Veep' also prevail. Gold Derby. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 September 2016. წაკითხვის თარიღი: 11 September 2016.
  79. Emmys 2016: The Full List of Nominations. The Hollywood Reporter (2016). წაკითხვის თარიღი: 14 July 2016.
  80. Critics' Choice TV Awards: HBO Leads With 22 Nominations (14 November 2016). წაკითხვის თარიღი: 14 November 2016.
  81. Nolfi, Joey. (14 December 2016) SAG Awards nominations 2017: See the full list. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 14 December 2016.
  82. Couch, Aaron. (2 March 2017) 'Rogue One,' 'Walking Dead' Lead Saturn Awards Nominations. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 March 2017. წაკითხვის თარიღი: 3 March 2017.
  83. Kit Harington King of GFF 2017: Game of Thrones Star Receives The Giffoni Experience Award. Giffoni Experience (19 July 2017). წაკითხვის თარიღი: 21 July 2017.
  84. Anderson, Ariston. (19 July 2017) 'Game of Thrones': Kit Harington Doesn't Think Jon Snow Will Become King. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 21 July 2017.