შინაარსზე გადასვლა

კიტს–შელის მემორიალური სახლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიტს-შელის სახლი რომში

კიტს–შელის მემორიალური სახლი(იტალ. Keats–Shelley Memorial House) — მწერლის სახლ-მუზეუმი რომში, იტალიაში, რომელიც ეძღვნება რომანტიზმის ეპოქის პოეტებს — ჯონ კიტსსა და პერსი ბიში შელს. მუზეუმში დაცულია კიტსისა და შელის, ასევე ბაირონის, უორდსუორთის, რობერტ ბრაუნინგის, ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგის, ოსკარ უაილდისა და სხვა ცნობილი ავტორების შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი მემორიალური ნივთების, წერილების, ხელნაწერებისა და ფერწერული ნამუშევრების კოლექცია. მუზეუმი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ესპანური კიბის სამხრეთითა და პიაცა დი სპანიას აღმოსავლეთით.

1820 წლის ნოემბერში ინგლისელი პოეტი ჯონ კიტსი, რომელიც ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, რომში ჩავიდა მეგობრებისა და ექიმების რჩევით, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ თბილი კლიმატი მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებდა. მას თან ახლდა მისი ნაცნობი, მხატვარი ჯოზეფ სევერნი, რომელიც კიტს უვლიდა სიკვდილამდე, 1821 წლის 23 თებერვლამდე, ზრუნავდა მასზე სწორედ ამ სახლში, სადაც პოეტი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა[1]. პოეტის სიკვდილის შემდეგ, მე-19 საუკუნის რომის სანიტარული კანონების მიხედვით, ოთახის კედლები გაწმინდეს და იქ დარჩენილი ყველა ნივთი დაუყოვნებლივ დაწვეს[2].

1903 წელს ამერიკელი პოეტის რობერტ ანდერვუდ ჯონსონის, ინიციატივით მას ჰქონდა მცდელობა, შეძენილიყო და აღდგენილიყო ოროთახიანი ბინა, სადაც კიტსმა თავისი ბოლო დღეები გაატარა. მის საქმეს მხარი დაუჭირეს ამერიკის, ინგლისისა და იტალიის წარმომადგენლებმა[3]. სახლი საბოლოოდ 1906 წლის ბოლოს შეიძინეს და 1909 წლის აპრილში მიუძღვნეს კიტსისა და შელის მემორიალურ ასოციაციას. ამ დროიდან ბინა ცნობილი გახდა როგორც კიტსისა და შელის სახლი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, განსაკუთრებით 1943 წლის შემდეგ, კიტსისა და შელის სახლი „კონსპირაციაში“ გადავიდა, რათა მის ფასდაუდებელ საგანძური გადარჩენათ ნაცისტური გერმანიის ხელში ჩავარდნისა და განზრახ განადგურების საფრთხისგან. შენობიდან მოიხსნა მუზეუმთან დაკავშირებული ყველა გარე აღნიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის 10,000 ტომიანი კოლექცია ადგილზე დარჩა, ორ ყუთში მოთავსებული ექსპონატები 1942 წლის დეკემბერში მონტე კასინოს სააბატოში გაგზავნეს შესანახად. 1943 წლის ოქტომბერში, სააბატოს არქივარიუსმა ეს ორი უნიშნო ყუთი თავის პირად ნივთებს შორის მოათავსა, რათა სააბატოს ევაკუაციის დროს ისინი უსაფრთხოდ გაეტანათ და არ აღმოჩენილიყო გერმანელების ხელში. მუზეუმის კურატორმა მოგვიანებით დაიბრუნა ეს ნივთები, და ისინი კიტსისა და შელის სახლს დაუბრუნა, ყუთები ხელახლა გაიხსნა 1944 წლის ივნისში, როდესაც მოკავშირეთა ძალები რომში შევიდნენ.

შენობა, რომელიც მდებარეობს პიაცა დი სპანია 26-ში, 1724–25 წლებში გადაკეთდა ესპანური კიბის აშენების პროექტის ფარგლებში. პროექტი შეიმუშავა ფრანჩესკო დე სანქტისმა, რომელსაც სურდა, რომ კიბეები ორივე მხრიდან იდენტური შენობებით შემოსაზღვრულიყო.

  1. "John Keats" by Robert Gittings, Penguin, 2001
  2. Against Oblivion, the Life of Joseph Severn by Sheila Birkenhead, The MacMillan Company 1944
  3. Remembered Yesterdays by Robert Underwood Johnson, George Allen & Unwin ltd, 1924