კიტა ჩხენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კიტა ჩხენკელი (დ. 8 ნოემბერი, 1895 — გ. 22 ოქტომბერი, 1963, ციურიხი) — ქართველი ენათმეცნიერი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტა ჩხენკელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის ძმა იყო. 1920 წელს ჩაირიცხა ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე. 1936 წელს მან ჰამბურგის უნივერსიტეტში პოლიტეკონომიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ჩხენკელმა ჰამბურგის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების განყოფილებაში გადაინაცვლა და რუსული ენის შესახებ ლექციების წაკითხვა დაიწყო. მისი ახალი კოლეგები, ლინგვისტები ჩხენკელი მშობლიური ენის თავისებურებებითაც დაინტერესდნენ და რამდენიმე თვეში მას ქართული ენის კურსების ხელმძღვანელობაც დაავალეს. საბოლოოდ, ჩხენკელმა პოლიტეკონომიას ენათმეცნიერებაში მოღვაწეობა აირჩია. მან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დაიწყო მუშაობა ქართულ-გერმანულ ლექსიკონსა და ქართული ენის სახელმძღვანელოზე, მაგრამ მისი მასალები 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვას შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩხენკელი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ განაგრძო ნაყოფიერი მოღვაწეობა. ციურიხის კონფედერაციულ უნივერსიტეტში მან ქართული სტამბა „ამირანი" დააარსა, სადაც გამოსცა „ვისრამიანის" თარგმანი, დაბეჭდა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ენის შესავალი", რომელიც გერმანულენოვან სამყაროში დღემდე მიიჩნევა ქართველოლოგიის კლასიკურ სახელმძღვანელოდ. ციურიხის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიური კათედრა. ამავე უნივერსიტეტში ჩხენკელმა უამრავი მასალა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემისა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასასტამბად. ჩხენკელი ნაადრევად გარდაიცვალა და ამ ორი უკანასკნელი წიგნის გამოქვეყნებას ვერ მოესწრო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]