შინაარსზე გადასვლა

კიტაი-გოროდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიტაი-გოროდი (რუს. Китай-город) — მოსკოვის ისტორიული რაიონი კიტაიგოროდსკაიას კედლის შიგნით. 1538 წელს მიშენებულია მოსკოვის კრემლის ბეკლემიშევისა და არსენალის კუთხურ კოშკებთან.

XIX–XX საუკუნეებში მომხდარი ნგრევის შედეგად შემორჩენილია კიტაი-გოროდის უძველესი კედლის მხოლოდ მცირე ნაწილები. კიტაი-გოროდი იწყება წითელი მოედნიდან, ჩრდილოეთით ესაზღვრება ოხოტნი-რიადი, თეატრალური მოედანი და თეატრალური გასასვლელი, აღმოსავლეთით ლუბიანსკისა და სტარაიას მოედნები, სამხრეთით მდინარე მოსკოვი.

კიტაი-გოროდის ტერიტორია შედის ტვერსკის რაიონის შემადგენლობაში. ამჟამად იგი მოსკოვის ადმინისტრაციული, კულტურული და ბიზნეს ცენტრია. მის შემადგენლობაშია: ნიკოლსკაიას ქუჩა, ილინკა, ვარვარკა, აგრეთვე ზარიადიეს რაიონი.

1991 წლამდე ტერიტორია შედიოდა ხამოვნიჩესკის, ტაგანსკისა და ბასმანის რაიონებში. 1990 წელს მეტროსადგურ „ნოგინის მოედნის“ კიტაი-გოროდად გადარქმევის შემდეგ ბელი-გოროდის მეზობელ კვარტალებს ზოგჯერ შეცდომით კიტაი-გოროდს უწოდებენ.[1]. მართლაც, ისტორიული კიტაი-გოროდის ფარგლებში არსებული ერთადერთი მეტროსადგურია რევოლუციის მოედანი.[2]