შინაარსზე გადასვლა

კიტაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიტაი
ტბა კიტაი
ტბა კიტაი
კოორდინატები: 45°36′57″ ჩ. გ. 29°12′21″ ა. გ. / 45.61583° ჩ. გ. 29.20583° ა. გ. / 45.61583; 29.20583
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 24 კმ
სიგანე 3,7 კმ
ფართობი 60 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
მარილიანობა
ჩამდინარე მდინარეები ენიკოი
კირგიჟ-კიტაი
ალიიაგა
კიტაი — უკრაინა
კიტაი

კიტაი (უკრ. Китай) — ჭალა-ლიმანის ტიპის ტბა უკრაინაში, ოდესის ოლქის იზმაილისა და კილიის რაიონებში. მდებარეობს მდინარე დუნაის ქვემოწელში, ზღვის დონიდან 1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 60 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5 მ.[1] ქვაბული წაგრძელებული ფორმისაა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 24 კმ-ზე. შედგება ჩრდილო და სამხრეთ ნაწილისაგან, რომლებიც დაახლოებით 600 მ სიგანის სრუტითაა შეერთებული, რომელზედაც ხიდია აღმართული. წყალსატევის ცენტრალური ნაწილის ფსკერი დაფარულია ნაცრისფერი ლამით. ერთვის მდინარეები: ენიკოი, კირგიჟ-კიტაი და ალიიაგა. ზამთარში იყინება. ტბის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდიდარია თევზით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]